ზუთხების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 2 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზუთხების გვარი – Acipenser Linnaeus, 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
გვარი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
თევზების გვარი ზუთხისებრთა ოჯახისა. ლაყუჩთა აპკები მიმაგრებულია ლაყუჩთაშორის შუალედებზე, რომლებიც თავისუფალ ნაოჭს არა ჰქმნიან. პირის ხვრელი განივი და ზომიერი სიგრძისაა. დინგი კონუსისნაირი ან ხმლისებურად წაწვეტებულია. ულვაშების ჭრილი ცილინდრული ფორმისაა. სასა კვადრატული რკალის ცენტრალური ხრტილი მრგვალი ელემენტებისაგან შედგება. დანარჩენი ნიშნები ისეთია, როგორც ხვიასი. იგი შეიცავს 18 სახეობას და გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, არალის, კასპიის, შავი და ადრიატიკის ზღვებში. საქართველოს ფარგლებში გვხვდება 6 სახეობა.