კბილებიანი კობრების ოჯახი
კბილებიანი კობრების ოჯახი – Poeciliidae 1913
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კბილებიანი კობრსნაირნი
ოჯახი: კბილებიანი კობრისებრნიი
თევზების ოჯახი კბილებიანი კობრისნაირთა რიგისა. კბილებიანი კობრების ოჯახი საქართველოში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი აკლიმატიზებული სახით − გამბუზიით −Gambusia alfinis . ცოცხლადიმშობი თევზია. მამლის ანალური ფარფლი წინაა მოთავსებული და მისი მე-3, მე-4 და მე -5 სხივი საკოპულაციო ორგანოდ არის გადაქცეული. ამერიკაში 25 ზე მეტი გვარია, აქედან Gambusia-ს გვარი ხელოვნურად არის მოშენებული მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
თავი ბრტელი და ქერცლითაა დაფარული. ქერცლი მსხვილია. გეერდითი ხაზი არა აქვს.
ამ ოჯახს ეკუთვნის მტკნარ ან მომლაშო წყლებმი მობინადრე წვრილი თევზები. მათი უმრავლესობა ამერიკაში, აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიასა და აგრეთვე იაპონიაში მოიპოვება. ამ ოჯახის მრავალ წარმომადგენელს აკვარიუზში აშენებენ.