სამხრეთის მცირე მახათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:29, 11 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხრეთის მცირე მახათა

თევსის სახეობა Pungitius Costa-ს გვარისა. კუდის ღეროზე ტროპი არა აქვს. სხეული გვერდებიდან დაფარულია ოდნავ შესამჩნევი ძვლოვანი ფირფიტებით, რომელთა რიცხვი 29-32-ია. ისინი, ჩვეულებრივ, კუდის ფარფლის ფუძემდე აღწევენ, მაგრამ ზოგჯერ განვითარებულია სხეულის მხოლოდ წინა ნაწილში რიცხვით 6 -15-მდე. მუცლის ქიცვი (ეკალი) შესამჩნევად დაკბილულია. სხეულის უდიდესი სიმაღლე სხეულის უმცირეს სიმაღლეს 5-6-ჯერ სჭარბობს და სხეულის სიგრძეში (უკუდოდ) 4-4/-ჯერ თავსდება. კუდის ღეროს სიგრძე სხეულის სიგრძესთან შედარებით 7-8-ჯერ ნაკლებია. სიგრძით 35--55 მმ, ზოგჯერ 70 მმ-მდეა.

გვხვდება შავი, აზოვისა და კასპიის ზღვის მომლაშო რაიონებში და მასში შენაკად მდინარეებში, შეფერილობით მეტად ცვალებადია –და რუხიდან თითქმის შავ ფერამდე.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები