სტავრიდის გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:18, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტავრიდის გვარი – Trachurus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: სტავრიდასნაირნი
ოჯახი: სტავრიდასებრნი
გვარი: სტავრიდები
თევზების გვარი სტავრიდასნაირთა რიგისა. ანალური ფარფლის წინ ორი გამოცალკევებული ქიცვი აქვს. გვერდითი ხაზი ძვლოვანი ფარებითაა დაფარული. ზურგის ორი ფარფლი აქვს. კუდის ღერო წვრილია.
გავრცელებულია შავ ზღვაში და წარმოდგენილია ერთი სახით, რომელიც საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება.