ვარსკვლავთმრიცხველების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:13, 20 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარსკვლავთმრიცხველების ოჯახი – Uranoscoptidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: დრაკონისნაირნი
ოჯახი: ვარსკვლავთმრიცხველისებრნი

თევზების ოჯახი დრაკონისნირთა რიგისა. ეს ოჯახი ძლიერ ახლოსაა ზღვის დრაკონების ოჯახთან, რომლისაგანაც განსხვავდება უფრო მოკლე ზურგის მეორე და ანალური ფარფლების არსებობით, ზურგის პირველ ფარფლში ქიცვიანი სხივების უქონლობითა და უფრო მასიური თავით. თვალები თავის ზემოთ სხედან. თავის სიგრძე და სიგანე თანაბარია. ის აღჭურვი- ლია ირიბი თითქმის 50° ით დაქანებული პირით, რომლის ღრუ ღია და ვერტიკალური მდებარეობისაა, მკერდის ფარფლები დიდი ზომისაა.

გავრცელებულია ტროპიკული ზღვების სანაპიროებში. შავ ზღვაში. გავრცელებულია ერთი სახე.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები