ობოლოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 3 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობოლოსი – (ბერძნ.) მომცრო მონეტა, რომელსაც ბერძნები პირში უდებდნენ მიცვალებულებს დაკრძალვის წინ. იგი განკუთვნილი იყო გასამრჯელოდ ქარონისათვის, რომელსაც მიცვალებულთა სულები მიწისქვეშა მდინარე სტიქსის ერთი ნაპირიდან მეორეზე უნდა გადაეყვანა (ნავლონი).