მექვიშია ღორჯო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:47, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მექვიშია ღორჯო – Neogobius fluviatilis, Pallas, 1811

თევზი ღორჯოსებრთა ოჯახისა. თავის სისქე და სიმაღლე თანაბარია ან სიმაღლე სისქეზე ოდნავ მეტია. თავის სიგრძე 4 1/4–3 1/2-ჯერ თავსდება სხეულის მთლიან სიგრძეში. შუბლის სიგანე (სიფართოვე) თვალის დიამეტრზე შესამჩნევად ნაკლებია. მანძილი დინგის წვეროდან ლაყუჩის სახურავის წინა კიდემდის თანაბარია თვალის უკანა კიდიდან ზურგის პირველი ფარფლის დასაწყისამდე არსებულ მანძილისა. ზურგის მეორე ფარფლის ბოლო შესამჩნევად დაბლდება. ქერცლი არა მარტო კეფას, არამედ თხემსაც ფარავს და თვალბუდეების შორისეულ არეშიც ვრცელდება. ლაყუჩის სახურავის 1/4 ან 1/3 ქერცლითაა დაფარული. ყელი მხოლოდ ნახევრადაა ქერცლით დაფარული. მკერდის ფარფლის ფუძე ქერცლითაა დაფარული. მუცლის ფარფლები თითქმის აღწევენ ანალურ ხვრელს და სხეულის. მთლიან სიგრძეში 6 – 6 1/2-ჯერ თავსდებიან ზურგის მეორე ფარფლისა და ანალურ ფარფლს შორის ქერცლების გარდიგარდმო. რიგების რიცხვი 20-22 მმ-ია, კუდის ბოლოსკენ – 8-9. ზედა ტუჩი პირის კუთხეებში გაფართოებული არაა.

ნახევრად გამჭვირვალეა. ფერით მურა-რუხი ან მოყვითალო-რუხია. სხეულის გვერდების გასწვრივ 8–12 მურა ლაქაა. თავზე ზევით დაკლაკნილი მურა ზოლები, ხოლო მკერდის ფარფლების ფუძესთან ხშირად შავი ლაქა აქვს. ზურგის და კუდის ფარფლები მუქი წინწკლების მწკრივებითაა დაფარული, დანარჩენი ფარფლები კი რუხია, კუდის ფარფლის წვერო თეთრი, ხშირად მომწვანო-თეთრი ან მომწვანო-რუხი ფერის ზოლითაა გარშემოვლებული. ეს არის aber lactea Nordm. მამალი ტოფობის დროს სრულიად შავია, კენტ ფარფლებზე თეთრი ზოლი აქვს, რომელიც ამ პერიოდში ძლიერ უდიდდება. სხეულის სიგრძე 195 მმ-მდე აღწევს, ჩვეულებრივ, უფრო მოკლეა.

გავრცელებულია შავი და აზოვის ზღვების აუზებში და მათ შენაკად მდინარეებში: დუნაის ქვედა წელში, დნესტრში, ბუგმი, დნეპრში – კიევამდე და კიდევ უფრო ზემოთ მოიპოვებიან. ყირიმის მდინარეებში, დონში, ყუბანის შესართავში, შავი ზღვის ამიერკაეკასიის სანაპიროებში, ბრუსაში, ბოსფორში, ვარნაში, კასპიის ზღვაში წარმოდგენილია ქვესახეობით N. fluvatilis pallasi. განსაკუთრებით ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მრავალრიცხოვანია.

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ბესლეთში (სოხუმთან), პალიასტომის ტბაში, ბათუმის რაიონში.

მექვიშია ღორჯო მომლაშო წყლის ფსკერული თევზია. ის სანაპიროების ქვიშიან გამდინარე ადგილებს ირჩევს. აქ ისინი, განსაკუთრებით მოზრდილები, ქვიშაში ეფლობიან ისე, რომ გარეთ მხოლოდ თვალები და დინგი ჩანს. მექვიშია ღორჯო ნაკლებ მოძრავია და მკვიდრ ცხოვრების ნირზეა გადასული, მხოლოდ მოჯანიერების (გაურავების) დროს გუნდებად იკრიბებიან.

ტოფობა აპრილიდან ივნის-ივლისამდე ხდება. ტოფობის ადგილებს ზვირთცემის ზონაში მაგარ ნიადაგზე (გრუნტზე) ირჩევს. ქვის ქვეშ მამალი ორმოს ჩიჩქნის, მასში სილას სასქესო ჯირკვლის მიერ გამოყოფილ ნივთიერებით აწებებს ბუდის აგების შემდეგ მამალი რიგრიგობით მასში ერთ, ორ (ან რამდენიმე) დედალს გაიყოლებს, რომლებიც ბუდის ჭერზე ქვირითს დებენ.

მექვიშია ღორჯოს დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს.

ასპიის ზღვის აუზში წარმოდგენილია ქვესახეობით.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები