მცირე ზომის ზვიგენების ოჯახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:52, 22 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მცირე ზომის ზვიგენების ოჯახი – Scylliorhinidae
რიგი: ზვიგენისნაირნი
ოჯახი: მცირე ზომის ზვიგენები
ზურგის პირველი ფარფლი შორს – კუდისაკენაა გადაწეული და მოდის მუცლის ფარფლების ვერტიკალის უკან. თვალის სახამხამებელი აპკი აქვთ. ჩვეულებრივად ისინი პატარა ან საშუალო ზომის თევზებია, რომლებიც უმთავრესად ტროპიკული და სუბტრობიკული წყლების მკვიდრნი არიან. საცხოვრებლად სანაპირო ზონის ფსკერულ ადგილებს ირჩევენ. კვერცხის მდებლებია.
მცირე ზომის ზვიგენების ოჯახი მოიცავს 17 გვარს და 150-ზე მეტ სახეობას., ხოლო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება მხოლოდ ერთი გვარი – ძაღლისებური ზვიგენების, ერთი სახეობით.
წყარო
- საქართველოს თევზების სარკვევი
- მცირე ზომის ზვიგენები