მეტიუზი სტენლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:45, 3 მარტი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტენლი მეტიუზი – (ინგლ. Stanley Matthews; დ. 1 თებერვალი, 1915 — გ. 15 თებერვალი, 2000), ინგლისელი ფეხბურთელი.

სტოკ-სიტის ფეხბურთელთა გუნდი ლონდონის ცნობილ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ შესახვედრად ემზადებოდა. ამ მატჩის შედეგზე დიდად იყო დამოკიდებული გუნდის დარჩენის საკითხი პირველ ლიგაში. ამიტომ მენაჯერი ტონი ვედინგტონი მეტად ღელავდა მთელ დღეებს მისი ფეხბურთელები „ტოტენჰემის“ თამაშებისადმი მიძღვნილი ფილმების ყურებასა და ინტენსიურ ვარჯიშში ატარებდნენ, რადგანაც სასწორზე იდებოდა გუნდის ღირსება.

და აი გუნდმა დაამთავრა მატჩისადმი მზადება. მოთამაშეებით გარშემორტყმული ვედინგტონი მათ უკანასკნელ დარიგებას აძლევდა. „სტოკ-სიტის“ ფეხბურთელთა შორის იყო ერთი ხანდაზმული ჯენტლმენიც, როზელიც დანარჩენ მოთამაშეებს მამად ერგებოდა. იგი მელოტი გახლდათ და მწვრთნელზე ათიოდე წლით უფროსიც. ამ კაცის გარეგნობაში ბევრი რამ მაინც ახალგაზრდული იყო, მხნე გამოხედვა, ცოცხალი თვალები და საოცრად თეთრი კბილები.

მენაჯერი მოთამაშეებს სახელებით მიმართავდა, ხანდაზმულ ჯენტლმენს კი უცვლელად „სერს“ უწოდებდა. რას ნიშნავდა ეს უცნაური „სერ“, ანდა რა უნდოდა ამ სპორტულ ფორმაში გამოწყობილ „მოხუცს“ ჭაბუკ ფეხბურთელებს შორის?! აქ არავითარი შეცდომა არ ყოფილა: ხანდაზმული ჯენტლმენი „სტოკ-სიტის“ ფეხბურთელი იყო, მენეჯერი კი მისი ასაკისა და დამსახურებისადმი პატივისცემას გამოხატავდა, მოწიწებით ექცეოდნენ მას დანარჩენი მოთამაშეებიც.

ეს უცნაური „მოხუცი“ გახლდათ ინგლისის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, „ფინტების მეფე“ სტენლი მეტიუზი, რომელიც თავისი 49 წლის მიუხედავად მაინც „სტოკ-სიტის“ წამყვანი მოთამაშე იყო. მან ხომ ადრე არაერთხელ იხსნა თავისი კლუბი. ასე მოხდა ამჯერადაც. ძნელ ბრძოლაში გუნდმა დაამარცხა „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და პირველ ლიგაში დარჩა. ლონდონელებს არც ხანგრძლივმა მზადებამ უშველა და არც მათი მრავალნაცადი მწვრთნელის ბილ ნიკოლსონის დარიგებამ: „გაუფრთხილდით მეტიუეზს, ერთი წუთითაც ნუ მოაშორებთ მას თვალს! ეგ თქვენ დუგლასი ან პეინი ხომ არ გგონიათ. მეტიუზს ბევრი თქვენაირი ფეხბურთელი უნახავს. გაფრთხილდით!“

სარჩევი

ბიოგრაფია

სტენლი მეტიუზი დაიბადა 1915 წლის 1 თებერვალს, თუ შეიძლება ასე ითქვას „სპორტულ ოჯახში“. მამამისი პროფესიით დალაქი იყო, მაგრამ სპორტით სულდგმულობდა. იგი საკმაოდ ცნობილი მოყვარული მოკრივე გახლდათ და თავისი ვაჟიც არაერთგხის წაუყვანია კრივის მატჩის საყურებლად.

მაგრამ ჯეკ მეტიუზის ვაჟი მამის კვალს როდი გაყვა. ის არც მოკრივე გამოვიდა და არც დალაქი, ასევე მოხდა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც სტენლი მეტიუზის მვილებმაც არ მიბაძეს მამას, მათ თავიანთი ცხოვრება სპორტს დაუკავშირეს, მაგრამ...

სტენლი სულ პატარა იყო, როდესაც ფეხბურთი თავდავიწყებამდე შეუყვარდა. იგი არ სცილდებოდა „სტოკ-სიტის" მოთამაშეებს, არ აცდენდა ვარჯიშებს სპორტულ ჩანთებს და ბურთებს სიამოვნებით ატარებდა, ბუცების გაწმენდასაც არ თაკილობდა. პატარა ბიჭი „სტოკ-სიტიში“ შინაური პიროენება გახდა, მისი გამარჯვებით ხარობდა და წარუმატებბლობა გულს უწყვეტდა. ამავე დროს სტენლი ბევრს თამაშობდა სკოლის გუნდში. მას „სტოკ-სიტის“ ხელმძღვანელობამაც მიაქცია ყურადღება როგორც ნიჭიერ თავდამსხმელს. მეტიუზი 16 წლისაც არ იყო, როდესაც ინგლისის სკოლების ნაკრებსა და „სტოკ-სიტის“ სათადარიგო გუნდში დაიწყო თამაში.

ადრეული წლები

1932 წელს მეტიუზმა ხელი მოაწერა თავის პირველ პროფესიულ ხელშეკრულებას – იგი „სტოკ-სიტის“, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. ასე დაიწყო პროფესიული ფეხბურთის ამ უდიდესი წარმომადგენლისა და რეკორდსმენის კარიერა, რომელიც საოცრად დიდ ხანს გაგრძელდა, ამიტომ ეძახიან მეტიუზს ბიბლიური მოხუცის, „უკვდავ მათუსალას“ სახელს. რამდენჯერ მიიჩნიეს „წინასწარმეტყველებმა“ მისი კარიერა დამთავრებულად, რამდენჯერ გადაიყვანეს მეტიუზი „თადარიგში“. მაგრამ „მათუსალა“ კვლავ თაზაშობდა ამ „სპეციალისტების“ გასაწბილებლად და თავისი მომხრეების გულის გასახარებლად.

ფეხბურთელების დღეგრძელობა ხომ უამრავ რამეზეა დამოკიდებული. რაიმე შემთხვევითი ტრამვა ხშირად თამაშისათვის თავის დანებების მომასწავებელია. 30 წლის შემდეგ ხომ მაღალი კლასის გუნდებში საკმაოდ იშვიათად ვხვდებით მოთამაშეებს და მართლაც რომ. გასაოცარი „რეკორდსმენი“ აღმოჩნდა ამ მხრივ მეტიუზი, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და 35 სეზონის განმავლობაში ითამაშა.

რა არის ამის მიზეზი მოვუსმინოთ თვით მეტიუზს: „მე თამაში ძალიან მიყვარს. ფეხბურთის თითოეული ნაწილი ჩემს ნაწილად მიმაჩნია. შესაძლოა. სწორედ ამიტომ გავხდი ფეხბურთის ისტორიის ნაწილი“. ფეხბურთისადმი სიყვარულმა მეტიუზი აიძულა ყველაფერი მისთვის დაემორჩილებინა. იგი ყოველთვის უმკაცრეს რეჟიმს იცავდა, მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. მეტიუზმა არ იცოდა, რა იყო „საფეხბურთო არდადეგები". როდესაც ინგლისში ხანგრძლივი, მომქანცველი ეროვნული ჩემპიონატი თავდებოდა (იგი ცხრი თვეს გრძელდება) მეტიუზი მიემგზავრებოდა კანადაში ან სამხრეთ აფრიკაში, სადაც განაგრძობდა ადგილობრივ გუნდებში თამაშს. მეტიუზის ასეთი „გასტროლები“, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ფეხბურთელი ამაში მაინც შემდგომი სეზონისათვის მზადებას ხედავდა. ეს ერთდროულად ვარჯიშიც იყო და დასვენებაც.

მეტიუზი ალკოჰოლიან სასმელებს ფეხბურთელის №1 მტრად თვლის. ამის გამო იგი მათ არასოდეს მიკარებია. მას თუ დავუჯერებთ, საერთოდ არ იცის ღვინისა და ლუდის გემო. ამ მხრივ მეტიუზს ინგლისურ ფეხბურთში სერიოზული „მეტოქეც“ გამოუჩნდა ცნობილი ცენტრალური მცველი ბილ რაიტი სერიოზულად ამტკიცებდა, რომ თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ დალია ერთი ჭიქა ლუდი და ისიც საკუთარი ქორწილის დღეს. მეტიუზს არც თუთუნი მოუწევია და რეჟიმის მხრივ ხომ სამაგალითოა ყველა ფეხბურთელისათვის.

მაშ ასე, მეტიუზის სპორტული „დღეგრძელობის“ მიზეზი უნდა ვეძებოთ ფეხბურთის ფანატიკურ სიყვარულში, მის საოცარ ჯანმრთელობასა და უმკაცრეს რეჟიმში.

17 წლის მეტიუზის დებიუტმა „სტოკ-სიტიში“ დიდი წარმატებით ჩაიარა. ომამდელ პერიოდში ინლგისელები მთელი მსოფლიოსათვის ფეხბურთის მასწავლებლად ითვლებოდნენ. მათ მართლაც მეტად ძლიერი კლუბები და მრავალი გამოჩენილი მოთამაშე ჰყავდათ, ხოლო ინგლისის ნაკრები კონტინენტის გუნდებთან თამაშს „იოლ გასეირნებად“ თვლიდა. მკაცრი სპორტული კონკურენციის პირობებში მეტიუზი თავისი დიდი ტალანტის წყალობით სწრაფად დაწინაურდა. ეს საოცრად ტექნიკური, „ცბიერი“, მკვირცხლი მარჯვენა გარემარბი შიშის ზარს სცემდა მცველებს. საყურადღებოა, რომ თვით მეტიუზს ნაკლებად გაჰქონდა გოლები, მაგრამ მისი ზუსტი ჩაწოდებები პარტნიორებისათვის მეტად ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდნენ. მეტიუზმა დიდ სიმაღლემდე აიყვანა გადაცემის ოსტატობა. ამიტომ ეს საოცარი „სოლისტი“ ცენტრალური თავდამსხმელებისათვის ნამდვილი „აღმოჩენა?“ გახდა. აი რას წერდა მრავალი წლის შემდეგ მეტიუზის ბრწყინვალე გადაცემებზე ნაკრების ცნობილი ცენტრალური თავდამსხმელი ნეტ ლოფტჰაუზი: „ერთ-ერთ მატჩში მე ოთხი ბურთი გავიტანე თავით. ორ – მარჯვენა გარემარბის სტენლი მეტიუზის გადაცემიდან, ორი –მარცხენა გარემარბის ტომ ფინეის მიწოდებიდან და უნდა ვაღიარო, რომ მეტიუზი ნამდვილი ჯენტლმენია. მან ისე მომაწოდა ბურთი, რომ მისი თასმებიანი მხარე არ მომხვედრია შუბლზე“.

19 წლის მეტიუზმა პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებში უელსელთა წინააღმდეგ. განა მაშინ ვინმე იფიქრებდა, რომ იგი ნაკრებს კიდევ 23 წელს შემორჩებოდა! ინგლისელები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბრიტანეთის ოთხი ნაკრების ტრადიციულ ტურნირებს. მათ სურდათ დაემტკიცებინათ თავიანთი უპირატესობა შოტლანდიელებთან, ჩრდილოეთ ირლანდიელებთან და უელსელებთან ბრძოლაში. და აი მეტიუზი ყოველწლიურად გამოდიოდა გლაზგოს, ბელფასტისა და კარდიფის სტადიონებზე. ევროპაში უდიდეს „ჰემპდენ პარკის“ სტადიონზე გლაზგოში 155 ათასი ფანატიკოსი შოტლანდიელი გულშემატკივარი ინგლისელებს მტრული ყიჟინით ხვდებოდა სად არ უთამაშია მეტიუზს, მაგრამ „ჰემპდენ პარკი“ მისთვის და ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელებისათვისაც ყველაზე უსიამოვნო მოედანი იყო მსოფლიოში.

ომამდელი წლები ინგლისის ნაკრების ტრიუმფის წლები იყო, მართალია, ინგლისელები მსოფლიო ჩემპიონატებში არ მონაწილეობდნენ (შემდეგში მათ ძალიან ძვირად დაუჯდათ „ამაყი იზოლაციის“ ეს უგუნური პოლიტიკა!), მაგრამ კონტინენტის უძლიერეს გუნდებს თავის მოედანზე იწვევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ. 3:0 ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე იუგოსლავიის ძლიერ ნაკრებთან, უდავოდ თვალსაჩინო წარმატება იყო, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი მეტიუზმაც შეიტანა. ინგლისელთა პრესტიჟი კიდევ უფრო განამტკიცა ევროპაში, ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში საუცხოოდ ჩატარებულმა გასტროლებმა.

როდესაც ნაცისტურმა რეჟიმმა გერმანელ სპორტსმენებს მოუწოდა ყველა სახეში პირველი გამხდარიყვნენ, განსაკუთრებით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ფეხბურთელები. ამისათვის მათ ხომ, უპირველეს ყოვლისა, ინგლისელები უნდა დაემარცხებინათ. გერმანელებმა ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტეს ბერლინში მიეწვიათ ინგლისელები, მაგრამ „ოლიმპია-შტადიონზე“ სასტიკი დამარცხება იწვნიეს (3: 6), ჭაბუკი მეტიუზის შეჩერება შეუძლებელი. აღმოჩნდა. იგი გერმანელ მცველთა რიგებს განუწყვეტლიევ არღვევდა.

თავის ომამდელი მატჩებიდან მეტიუზი მაინც ჩეხოსლოვაკიელებთან შეხვედრას გამოყოფს. 1937 წელს „უემბლის“ მაღალი ოსტატობით განთქმული ჩეხოსლოვაკიის ნაკრები ეწვია. მან ნათელყო, რომ ინგლისელებთან მათ მოედანზე ბრძოლა სავსებით შესაძლებელი ყოფილა (გაივლის კიდევ 16 წელი და ამას უნგრეთის „დიდი გუნდი“ დამაჯერებლად დაამტკიცებს) მეტად მედგარი ბრძოლა ინგლისელებმა მეტიუზის დიდებული თამაშის წყალობით მოიგეს ანგარიშით 5:4. ახალგაზრდა მარჯვენა გარემარბმა რომელიც აქამდე და არც შემდეგ არ ითვლებოდა „ბომბარდირად“, სტუმრების კარში ამჯერად 3 ბურთი გაიტანა. ეს ნაზდვილი ტრიუმფი იყო 22 წლის ფეხბურთელისათვის, რომელიც შემდეგ წელს უკვე ფიფას ნაკრების წინააღმდეგ გამოვიდა ინგლისური ფეხბურთის 75 წლისთავისათვის მიძღვნილ საზეიმო მატჩში. ეს მატჩი ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ინგლისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით (3:00) დამთავრდა.

და აი ინგლისური ფეხბურთის აღზავლობის ხანა დამთავრდა. დრეიკის, ჰეპგუდის, ჯეიმსის, კრეისტო ნისა და მორტონის თაობამ მწვანე მინდორი დატოვა, ისტორიას ჩაბარდა ნაკრების გამარჯვებებიც. ინგლისური ფეხბურთი „დაღმართზე დ ეშვა“,. აქ საქმე ნიჭიერი ახალგაზრდების ნაკლებობაში კი არ იყო, არამედ ტაქტიკის სფეროში სერიოზულ ჩამორჩენაში. ომის შემდგომ პერიოდში ამას სავალალო შედეგები მოჰყვა. მეტიუზი, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებების მოწმე იყო, ახლა ეროვნული ფეხბურთის დაკნინების დამსწრე გახდა. წარსულში ძლევამოსილი თაობიდან ბრიტანულ ფეხბურთს სტენლი მეტიუზიღა შემორჩა.

ომის წლებში ინგლისელებს, რა თქმა უნდა, ფეხბურთისათვის არ ეცალათ. მაგრამ დამთავრდა თუ არა ფაშისტური გერმანიის განადგურება, „ფეხბურთის კუნძულზე“ განახლდა შეჯიბრებები 1945 წლის მიწურულში ინგლისს მოსკოვის „დინამო“ ეწვია დასაწყისში მასპინძლები, რომლებიც ანგარიშს არ უწევდნენ ფეხბურთის სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, ამას მნიშვნელოვან მოვლენად როდი თვევლიდნენ, მაგრა „დინამოს“ პირველმავე მატჩმა „ჩელსისთან“ ისინი სერიოზულად ჩააფიქრა. იმისდა მიუხედავად, რომ „ჩელსის“ თავდასხმის სათავეში ედგა თავისი სპორტული დიდების ზენიტხე მყოფი შესანიშნავი ცენტრფორვარდი ტომი ლაუტონი, რომელიც ინგლისში მეტად შედეგიან ფეხბურთელად ითვლებოდა, მატჩი ფრედ 3:3 დამთავრდა მას შემდეგ, რაც „დინამომ“ სასტიკი დამარცხება აგემა „კარდით სიტის“ 10:1 , ინგლისელებმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, რევანში აეღოთ. ამ მიზნით ისინი სპეციალურად ამზადებდნენ ლონდონის პოპულარულ „არსენალს“. ამ გუნდმა „დინამოსთან“ შეხვედრის წინ „სტოკ-სიტისაგან“ სპეციალურად ითხოვა ინგლისში უძლიერესბ მარჯვენა გარემარბი სტენლი მეტიუზი. მიუხედავად სტენ-ლის საუცხოო თამაშისა (მის წინააღმდეგ გამოდიოდა „დინამოს“ მცველი სტანკევიჩი და რამდენიმე საუცხოო გარღვევისა, „დინამოს“ საერთო უპირატესობა აშკარა იყო, რომელმაც მოიგო კიდეც ანგარიშით 4:3. მაშინ ინგლისელებმა კიდევ ერთხელ სცადეს სტუმრების დამარცხება. საბჭოთა ფეხბურთელებმა ჩაატარეს მატჩი შოტლანდიის უძლიერეს კლუბ „გლახგო რეინჯერსთან,, რომელიც ფრედ (2:2) დამთავრდა., ორი მოგება ორი ფრე ბურთების შეფარდება19:9 − ასეთი იყო „დინამო“ ვიზიტის შედეგები ინგლისში.

ბლეკპულელი ჯადოქარი

თავის ძირითად წარმატებებს მეტიუზმა მაინც „ბლეკპულში“ მიაღწია, ამ კლუბში იგი 1947 წელს გადავიდა. „სტოკ-სიტიმ“ იმ დროისათვის დიდი თანხა, 11 500 გირვანქა სტერლინგი მიიღო და შეელია თავის „ვარსკვლავს“. ამ დროიდან „ბლეკპულის“ დიდი წარმატებები ინგლისის ჩემპიონატში თითქმის მთლიანად მეტიუზთან არის დაკავშირებული. თუ მას აქამდე მეტსახელად „ფინტების მეფეს“ ეძახდნენ, ახლა „ბლეკპულელი ჯადოქარი“ დაარქვეს „ბლეკპულთან“ შეხვედრის წინ მწვრთნელები განსაკუთრებით უფრთხოდნენ მეტიუზს. სპეციალურად ამზადებდნენ მცველებს, მაგრამ ამაოდ. ამ პერიოდში მეტიუზთან ბრძოლა გადაუჭრელ პრობლემად გადაიქცა ინგლისის კლუბებისათვის. რა არ აღუთქვეს მეტიუზის სანაცვლოდ „ბლეკპულს“ მასზე ბევრად უფრო მდიდარმა კლუბებმა, რა თანხით არ დაახარბეს, მაგრამ უშედეგოდ. მეტიუზის გაყიდვა მთავარი საბრძოლო იარაღის დათმობას უდრიდა, ამიტომ „ბლეკპული“ ხელცარიელს ისტუმრებდა ყველა მენეჯერს. მეტიუზს კი ამასობაში ქულები მოჰქონდა.

მსოფლიოს VI ჩემპიონატი

ინგლისის ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა. ახოვანი, შემმართებელი ცენტრალური თავდამსხმელი ტომი ლაუტონი თამაშობდა ომამდელი ინგლისური ფეხბურთის „ტანკების“ სტილით, გამბედავად და შედეგიანად. თავისი დახვეწილი ტექნკითა და ყუმბარისებური დარტყმებით ყურადღებას იპყრობდა აგრეთვე ახალი საუცხოო მარცხენა გარემარბი ტომი ფინეი. იგი ნაკრებში მეტიუზის ძირითად სპორტულ მეტოქედ ითვლებოდა. ზოგი ხაზს უსვამდა ფინეის დიდ შედეგიანობას (ამას ხომ მეტიუზი ვერ დაიკვეხნიდა) და მას მეტიუზსაც კი ამჯობინებდა, მაგრამ „ფინტების მეფე" ყურადღებას არ აქცევდა მითქმა-მოთქმას. იგი ფინეის ისე გულთბილად და მეგობრულად ექცეოდა, რონ სამუდამოდ მოხიბლა კიდეც. დაცვაში გამოირჩეოდა გოროზი და ჯიუტი ალფრედ რამსეი, რომელიც საჯარიმო დარტყმების უებარ შემსრულებლად ითვლებოდა. მიუხედავად ასეთი ახალი ნიჭიერი ფეხბურთელებისა, ინგლისის ნაკრების პრესტიჟი საგრძნობლად იქნა შელახული, 1950 წელს გუნდმა - როგორც იქნა, გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს IV ჩემპიონატში, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ინგლისელებმა „იკადრეს“ სხვებთან ერთად თანაბარ პირობებში თამაში. შედეგი ჭეშმარიტად სენსაციური იყო. ინგლისელებს გათამაშება დაატოვებინა არა რომელიმე ცნობილმა ფავორიტმა, არამედ აღიარებულმა აუტსაიდერმა, ფეხბურთის სამყაროს მიერ სრულიად უგულებელყოფილმა ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა. აქ მეტად საწყენი ის იყო, რომ ამერიკელებს არასდროს ჰყოლიათ სტაბილური ნაკრები. მათი გუნდი სახელდახელოდ შეაკოწიწა ნიუ-იორკში დროებით მიწვეულმა ცნობილმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა, ინგლისის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერმა მატ ბასბიმ. ამერიკელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 1:0.

ინგლისელებმა თავი იმით იმართლეს, რომ ისინი სრულიად არ მომზადებელან მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომ მათი ფეხბურთელები დაღლილნი იყვნენ ხანგრძლივი ეროვნული პირველობის შემდეგ. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ გზით ძნელი იყო ამერიკელებთან წაგების ახსნა.

მეტიუზი საუცხოო ფორმაში იყო, თუმცა ნაკრებს უკვე ვეღარაფერს შველოდა. ამ პერიოდში ცნობილი ფრანგი მიმომხილველი გაბრიელ ანო წერდა: „დიდი ხანია ლაპარაკია იმაზე, ინგლისურმა ფეხბურთმა, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ფიზიკური და ტექნიკური დონით, ამჟამად შეწყვიტა პროგრესი და გაიყინა თავის ტრადიციულ ფორმებში“, სამაგიეროდ თავის გუნდში „ბლეკპულელი ჯადოქარი“ სასწაულებს ახდენდა. 1953 წელს თასის გათამაშებისას „ბლეკპულმა“ გადალახა ძლიერი კონკურენცია და ფინალში გავიდა. ეს მატჩი „ბოლტონ უონდერერსთან“ ტრადიციის თანახმად ლონდონის უდიდეს სტადიონ „უემბლიზე“ გაიმართა. „ბოლტონ უონდერერსს" ახალი საუცხოო ცენტრფორვარდი ნეტ ლოფტჰაუზი ჰყავდა, რომელმაც ამ პერიოდში ნაკრებში ლაუტონი შეცვალა და სახელი გაითქვა თავისი აგრესიული თამაშით. ფინალური მატჩის წინ სპორტული მიმომხილველების მიერ დასმული საკითხი „მეტიუზი თუ ლოფტჰაუზი?!“ მაინც მეტიუზის სასარგებლოდ გადაიჭრა. თავისი მარჯვენა გარემარბის დიდებული თამაშის წყალობით „ბლეკპულმა“ გაიმარჯვა ანგრიშმშით 4:3 და ინგლისის თასს დაეუფლა. თამაშის დამთავრებისთანავე „ბლეკპულის“ მოთამაშეებმა მატჩის გმირი მეტიუზი ხელში აყვანილი გამოიყვანეს მოედნიდან.

ამასობაში ინგლისის ნაკრებმა კიდევ ერთი სერიოზული დამარცხება განიცადა. რამსეის, რაიტის, მეტიუზის, მორტენ- სენის, ლოფტჰაუზისა და სხვა „ვარსკვლაგების« მონაწილეობის მიუხედავად, მან ლონდონში წააგო მატჩი უნგრეთის ნაკრებთან ანგარიშით 3 :6. ეს იყო ინგლისელების პირველი დამარცხება ფეხბურთის ისტორიაში საკუთარ მოედანზე და მათი უძლეველობის მითის დასასრული. ეს მოხდა 1953 წლის 25 ნოემბერს.

ინგლისის ფეხბურთის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი მატჩი

ამავე წლის მიწურულში ინგლისის ფეხბურთის 90 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნულმა ნაკრებმა „უემბლის“ სტადიონზე 100 ათასი მაყურებლის დასწრებით მიიღო ფიფას ნაკრები. გუნდები მოედანზე გამოვიდნენ ასეთი შემადგენლობით: ინგლისი – მერიკი, რამსეი, ეკერლი, რაიტი, ეფტონი, დიკინსონი, მეტიუზი, მორტენსენი, ლოფტჰაუზი, კვიკსჰოლი, მელენი; ფიფას ნაკრები – ცემიანი (ავსტრია), ნავარა (ესპანეთი), ჰანაპი (ავსტრია), ჩაიკოვსკი .(იუგოსლავია), პოსიპალი (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ოცვირკი (ავსტრია), ბონიპერტი (იტალია), კუბალა (ესპანეთი), ნორდალი (შვედეთი), ვუკასი, ზებეცი (ორივე იუგოსლავია).

ამ მატჩმა ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ ინგლისის ნაკრების მოთამაშეები ჩამოუვარდებოდნენ კონტინენტის უძლიერეს ფეხბურთელებს. მათ ფრეს მხოლოდ თამაშის დასასრულს მიაღწიეს და ისიც ფრიად საეჭვო საჯარიმო დარტყმის წყალობით.

უკვე მე-7 წუთზე კუბალამ გახსნა ანგარიში, რასაც ორი წუთის შემდეგ ინგლისელმა მორტენსენმა გოლით უპასუხა. მე-15 და 21-ე წუთებზე იტალიელმა „ვარსკვლავმა“ ბონიპერტიმ კიდევ ორი გოლი გაიტანა მასპინძლების კარში. ფიფა-ს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ტაიმის დასასრულამდე ორი წუთით ადრე მელენმა (№ 11) მაინც მოახერხა განსხვავების შემცირება – 2:3.

მეორე ტაიზში ფიფა-ს მეკარე ცემანი ბეარამ (იუგოსლავია) შეცვალა. მალე ინგლისელებმა გაათანაბრეს კიდეც ანგარიში. მე-18 წუთზე კუბალამ მეოთხედ შეარხია ინგლისელთა კარის ბადე თითქოს მატჩიც ფიფა-ს ნაკრების გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თამაშის უკანასკნელ წუთებში საეჭვო საჯარიმო დარტყმით რამსეიმ გაიტანა ბურთი და მატჩიც ფრედ − 4:4 დამთავრდა.

მსოფლიო ჩემპიონატი

მომდევნო, 1954 წელს ინგლისის ნაკრებმა შესარჩევ მატჩებში დაბრკოლება გადალახა და უფლება მოიპოვა ეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა ინგლისელებმა როდი გაითვალისწინეს ახლო წარსულში მიღებული მწარე გაკვეთილები. მწვრთნელ უოლტერ უინტერბოტომის არაერთი პროტესტის მიუხედავად საკლუბო გუნდებმა დროულად არ გაანთავისუფლეს ნაკრების მოთამაშეები. სასწავლო-საწვრთნელი მუშაობა ფაქტიურად არც კი ჩატარებულა, ისე გაემგზავრა სახელდახელოდ შექმნილი ნაკრები შვეიცარიაში. შედეგმაც არ დააყოვნა. მოთამაშეებს არ ესმოდათ ერთმანეთისა, გუნდს შეწყობილი ანსამბლის ნაცვლად ფაქტიურად მხოლოდ ორიოდე „სოლისტი“ ჰყავდა. თავდასხმაში ერთმანეთს მხოლოდ მეტიუზი და ლოფტჰაუზი თუ უგებდნენ. 40 წელს მიღწეული და ამასთან ხანგრძლივი ეროვნული ჩემპიონატით გადაღლილი „ფინტების მეფე“ შვეიცარიაში ძველებურად ვერ ბრწყინავდა. დროდადრო იგი სახიფათო გარღვევებს ახორციელებდა და მეტოქეთა დაცვა დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ შემდეგ იღლებოდა და თამამიდან გამოეთიშებოდა ხოლმე. პარტნიორების უფერული თამაშის ფონზე მეტიუზმა მაინც მიიქცია საყოველთაო ყურადღება. სპეციალისტებმა აღნიშნეს, მისი საუცხოო დრიბლინგი, იდეალური გადაცემები. საერთოდ კი ვეტერანი ფეხბურთელის თამაში მაინც დაიჩრდილა ბრაზილიელების ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბ ჟულინიოსთან შედარებით. მისი ოსტატობის დონე მეტიუზისას რამდენადმე ჩამოუვარდებოდა, მაგრამ დიდმა ენერგიამ, ბრძოლისუნარიანობამ, თამაშის არაჩვეულებრივმა წყურვილმა და საუცხოო შედეგიანობამ ჩენპიონატის დამთავრების შემდეგ მაინცჟულინიოს მოუტანა სამყაროს №1 მარჯვენას გარემარბის წოდება.

ვეტერანი ფეხბურთელი

ასაკში შესვლასთან ერთად, რა თქმა უნდა, „ფინტების ·მეფემ“ თანდათან დათმო დაკავებული პოზიციები. მიუხედავად ამისა, მას მაინც არ ჰყავდა ბადალი ინგლისში. უოლტერ უინტერბოტომმა არაერთხელ მოუძებნა მას შემცვლელი, ·მაგრამ ახალგაზრდა კონკურენტებმა მაინც ვერაფერი დააკლეს მეტიუზს. მათი დებიუტი ნაკრებში ყოველთვის ფიასკოთი მთავრდებოდა და მარჯვენა გარემარბის ადგილს ისევ „ბლეკპულელი ჯადოქარი“ და „მათუსალა“ იკავებდა.

ნაკრებში თავისი კარიერის დამთავრებამდე მეტიუზმა მაინც შესძლო ხელახალი საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ეს უფრო იმით იყო საინტერესო, რომ ვეტერანმა ბრწყინვალედ შეძლო თავისი მეტოქეების დაჩაგვრა სწორედ ისეთ აღიარებულ ოსტატებთან ბრძოლაში, როგორც ბრაზილიელები არიან. უნგრეთის „დიდი გუნდის“ დაშლის შემდეგ ფეხბურთის სამყაროში „უგვირგვინო მეფეებად“ სწორედ ბრაზილიელები ითვლებოდნენ. ეს ის გუნდი იყო, რომელმაც რამდენიმე ხნის შემდეგ მსოფლიოს VI ჩემპიონატი სტოკჰოლმში ასეთი ტრიუმფით დაამთავრა.

1956 წელს ბრაზილიელები ევროპას ეწვივნენ და სხვა თამაშებთან ერთად ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე გამოვიდნენ. შესაძლებელია სწორედ ეს მატჩი იყო მეტიუზის უდიდესი ტრიუმფი ინგლისის ნაკრებში გამოსვლების მანძილზე. მან პირდაპირ „შავი დღე“ დააყარა ბრაზილიელების განთქმულ მცველ ნილტონ სანტოსს, რომელიც დიდი ოსტატობის მქონე ფეხბურთელად ითვლებოდა. მეტიუზი ისეთი საბრძოლო ჟინითა და შემართებით თაზაშობდა, თითქოს 41 წლის კი არა, 21 წლის ყოფილიყოს. მან ისე დაჩაგრა ნილტონ სანტოსი, რომ ამ უკანასკნელმა (ალბათ, პირველად და უკანასკნელად თავის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე!) სრულიად დაყარა ფარ-ხმალი. სანტოსისათვის მუდმივი დახმარების საჭიროებამ ბზარი შეიტანა ბრაზილიელების დაცვაში. ინგლისელებსაც ეს უნდოდათ მათი შესანიშნავი ახალგაზრდა ცენტრფორვარდი ტომი ტეილორი (რომელმაც ნაკრებში ლოფტჰაუზი შეცვალა) საუცხოოდ „უსაფრდებოდა“ მეტიუზის გადაცემებს და ბრაზილიელთა მეკარე ჟილმარს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. ჟილმარმა ამ მატჩში ინგლისელი მაყურებლები მოხიბლა, საუცხოო ნახტომებით აიღო ორი 11-მეტრიანი დარტყმა, ზაგრამ საბოლოო ანგარიშით მაინც ვერ იხსნა თავისი გუნდი დამარცხებისაგან ინგლისელებმა ნაწილობრივ აღიდგინეს პრესტიჟი საკუთარი მაყურებლების წინაშე ადრე განცდილი სასტიკი დამარცხებების შემდეგ. ამ გამარჯვებას (4:2) ისინი მაინც მეტიუზს უმადლოდნენ რომელიც ხელში აყვანილი გამოიყვანეს მოედნიდან.

ბრაზილიელებთან შეხვედრა მეტიუზისათვის ფაქტიურად „გედის სიმღერა“ აღმოჩნდა ინგლისის ნაკრებში. ვეტერანს აშკარად უმტყუნეს ძალებმა. გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ იგი მსოფლიო VI ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწევდა, მაგრამ 1957 წელს კოპენჰაგენში დანიისს გუნდთან თამაშის შემდეგ „ბლეკპულელი ჯადოქარი“ ნაკრებს საბოლოოდ გამოეთხოვა და თავისი ადგილი ახალგაზრდა ბრაიან დუგლასს დაუთმო. დუგლასი საუცხოო ფეხბურთელი იყო, მაგრამ თავისი დიდი წინამორბედის შეცვლა, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო. დუგლასი გარეგნულადაც ბაძავდა მეტიუზს, მაგრამ − „ფინტების მეფის“ ეს ეპიგონი ვერც ინგლისის ნაკრებმა შეითვისა და ვერც გულშემატკივრებმა.

მეტიუზმა ინგლისის ნაკრებში სულ 54 მატრი ჩაატარა. თითქოს ნაკრებში მისი კარიერის დამთავრებას გამოეხმაურაო, საფრანგეთის ცნობილმა ჟურნალმა „ფრანს-ფუტბოლმა“ იგი 1956 წლისათვის ევროპის №1 ფეხბურთელად აღიარა. ასე მიეცა დასაბამი „ფრანს-ფუტბოლის“ ამ ტრადიციულ კონკურსს, რომელიც ევროპაში ფრიად პოპულარული გახდა.

მეტიუზმა, რომელმაც ინგლისის ნაკრებში თითქმის მეოთხედი საუკუნე გაატარა (ძნელი საფიქრალია, რომ ეს რეკორდი ფეხბურთის ისტორიაში ოდესმე მოიხსნას), ძნელად გადაიტანა თავის საყვარელ კოლექტივთან განშორება. მას ესმოდა. რომ ეს აუცილებელი იყო, მაგრამ მეორე მხრივ თავს ძალიან „ფრთაშეკვეცილად“ გრძნობდა, მეტიუზის სევდას ის გარემოებაც აძლიერებდა, რონ ნაკრების ყოველი წარუმატებლობის შემდეგ მიმომხილველები მის დაბრუნებას მოითხოვდნენ. საწყალმა დუგლასმა ძლიერი ცდისა და საკმაოდ ოსტატურად ჩატარებული თამაშების მიუხედავად, ვერ იქნა და ვერ მოიგო მაყურებლის გული.

მეტიუზის ორი შვილი – ქალიშვილი ჯენი და ვაჟი სტენლი ბავშვობიდანვე ჩოგბურთით იყვნენ გატაცებული. ჯენი უიმბლდონი ტურნირშიც კი იღებდა მონაწილეობას, რომელიც მოყვარულ ჩოგბურთელთა არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატად ითვლება. უმცროსმა სტენლიმ კი თავის დას გადააჭარბა. მასზე ჩოგბურთის სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მაინც არ შეიყვანეს ახალგაზოდულ ნაკრებში, რადგან ძალზე პატარად მიიჩნიეს. პატარა სტენლი სახლში დაღვრემილი დაბრუნდა და თავისი გასაჭირი მამას შესჩივლა. მამამ სევდიანი ღიმილით მიუგო: „ასეა, შვილო, ჩვენ საერთო მტერი გეყავს, ასაკი“. რა თქმა უნდა, „ფინტების მეფე“ ნაკრებიდან თავის გამოყვანას გულისხმობდა.

დაიწყო მეტიუზის სპორტული კარიერის „დაისი“, მაგრამ „მათუსალამ“ მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და დაამტკიცა, რომ კიდევ დიდხანს შეეძლო სარგებლობა მოეტანა თავისი კლუბისათვის.

1957 წლიდან მოყოლებული სპორტული მიმომხილველები ყოველ სეზონში მოელოდნენ მეტიუზის „გადადგომას“. „სტენლი მეტს აღარ ითამაშებს მან ხომ ისედაც მოხსნა ყველა რეკორდი“.. მაგრამ რა დიდხანს მოუხდათ მათ ცდა!

სანამ სტენლი „ბლეკპულში“ თამაშობდა, მისი ყოფილი კლუბის „სტოკ-სიტის“ საქმეები უკუღმა წავიდა. ჯერ იყო და „სტოკ-სიტიმა“ პირველი ლიგა დატოვა. ეს მის მოთამაშეებს, მართალია, ნაკლებად აღელვებდა (განსხვავება პირველი და მეორე ლიგის ფეხბურთელთა ჯამაგირებს შორის მინიმალურია), მაგრამ მდიდარი სპორტული ტრადიციების ქალაქი სტოკ-სიტი მარცხს ძალზე მტკივნეულად განიცდიდა. მალე „სტოკ-სიტის! ვერ გაუძლო მძაფრ კონკურენციას მეორე ლიგაშიც, მას 22 მონაწილე გუნდს შორის მე-20 ადგილი ეკავა და მეორე ლიგის დატოვებაც ემუქრებოდა. სანამ ყველაფერი დაკარგული არ იყო, საჭირო ხდებოდა „ქირურგიული ჩარევა“.

ასეთ პირობებში „სტოკ-სიტის“ მესვეურებს გაახსენდათ თავიანთი ყოფილი „ვარსკვლავი“ მეტიუზი. ამიტომ მათ „ბლეკპულის“ ხელმძღვანელობას მოსთხოვეს მისი დათმობა. „46 წლის „მოხუცის“ შენარჩუნებას რა აზრი აქვს“, – იფიქრეს ბლეკპულელებმა და გარიგებაც შედგა. 1961 წლის ოქტომბერში სტენლი მეტიუზი „სტოკ-სიტიმ“ დაიბრუნა 3 ათასი გირვანქა სტერლინგის ფასად. ეს ინგლისის ფეხბურთელთა ბაზარზე ნამდვილად „ჩალის ფასი“, იყო. ამის დასადასტურებლად იმის თქმაც კმარა, რომ ჯიმ გრივსის „მილანიდან“ დასაბრუნებლად „ტოტენჰემ ჰოტსპურზა 100 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

მაშ ასე, 1961 წლის ოქტომბერში „სტოკ-სიტი“ მეოცე ადგილზე იყო და მესამე ლიგაში გადასვლა ემუქრებოდა. მის ყოველ თამაშს საშუალოდ 8 ათასი ზაყურებელი ესწრებოდა. როდესაც 13 წლის განშორების შემდეგ მეტიუზი მშობლიურ ქალაქში ჩავიდა, მთელმა მოსახლეობამ მოინდომა მასთან შეხვედრა. ასეთი რამ სტოკ-სიტის (სადაც 300 ათასი მცხოვრებია) არ ახსოვდა. „ვიქტორია გრაუნდის“ სტადიონს, რომელიც გუშინ ცარიელი იყო, 50 ათასი კაცი მიაწყდა და უნდა ითქვას, რომ სტენლიმ მთლიანად გაამართლა გულშემატკივართა იმედები ამიერიდან იგი უკვე აღარ იყო „ბლეკპულელი ჯადოქარი“, მაგრამ „ფინტების მეფე“ და „მათუსალა“ კვლავ ხიბლავდა მაყურებლებს თავისი ოსტატობით. „ვიქტორია გრაუნდის“ დამსწრეთა რიცხვი 8 ათასიდან საშუალოდ 20 ათასამდე გაიზარდა.

მეტიუზხზის გამოჩენამ „სტოკ-სიტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ისე გაამხნევა, რომ რამდენიმე უახლოეს მატჩში მეტოქეებს სულ ბდღვირი ადინეს. ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინგლისის მეორე ლიგაში თამაში იოლი საქმეა. აქ ხომ ინგლისის არაერთი ექჩემპიონი გამოდის, მარტო ჯამაგირში კი არა, თამაშის კლასშიც მცირე განსხვავებაა პირველი და მეორე ლიგის ფეხბურთელთა შორის. აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრების კაპიტანბა, მთელ მსოფლიოში განთქმულმა თავდამსხმელმა ჯონი ჰეინსმა თითქმის მთელი თავისი კარიერა მეორე ლიგაში გაატარა. იგივე ითქმის „საუკუნის მატჩის“ მონაწილეზე და გოლის ავტორზე ტერი პეინზეც.

მეტიუზის სახით „სტოკ-სიტის“ ფეხბურთელებმა საუცხოო მასწავლებელი შეიძინეს, ხოლო მწვრთნელმა – დიდებული კონსულტანტი და ინგლისის ყველა წამყვანი მოთამაშის ავ-კარგის უტყუარი მცოდნე. მან მაგნიტივით მოიზიდა მაყურებლები და „სტოკ-სიტის“ აღუდგინა დაკარგული ავტორიტეტი. ფინანსური კრახის წინაშე მდგარმა კლუბმა სული მოითქვა, ახლა მას ახალი მოთამაშეების შეძენაზე ფიქრიც კი შეეძლო.

იმ სეზონში „სტოკ-სიტიმ“ შეინარჩუნა ადგილი მეორე ლიგაში. მეტიუზი ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო ქალაქში. მას გუნდ-გუნდად დასდევდნენ ბავშვები და ავტოგრაფების მოყვარულები „ფინტების მეფეს“ ადრეც არ აკლდა ჟურნალისტების ყურადღება, ახლა კი მის შესახებ ტომები იწერებოდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელთაგან ეს უდიდესი ფეხბურთელი არასდროს ყოფილა ინგლისური სკოლის ტიპიური წარმომადგენელი. იგი ყოველთვის ესთეტიკურ, კომბინაციურ თამაშს ამჯობინებდა ინგლისურ ძალისმაერ მანერას. ამ მხრივ მეტიუზი ერთი იმ იშვიათთაგანი იყო ინგლისის ფეხბურთელთა შორის, რომლის თამაშით ტლანქ ათლეტიზმს კომბინაციური, გარეგნულად ლამაზი მანევრირება უპირისპირდებოდა.

1962-63 წლის სეზონი როგორც მეტიუზმა, ისე მისმა ახალმა პარტნიორებმა დიდი აღმავლობით ჩაატარეს. გუნდი სერიოზულად აპირებდა პირველ ლიგაში დაბრუნებას, ამიტომ ზოგი ცნობილი ოსტატიც გადაიბირა ესენი იყვნენ ნაკრების ყოფილი მოთამაშეები დენის ვაიოლეტი („მანჩესტერ იუნაიტედიდან“), ჯიმი მაკილროი (ჩრდ. ირლანდიის ნაკრების ბომბარდირი, ინგლისის ყოფილ ჩემპიონ „ბერნლიდან“), ედი სტიუარტი და ედი კლებბი („ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან“). გუნდის ლიდერად და მედროშედ მაინც „მოხუცი“ მეტიუზი დარჩა. გუნდმა მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და „უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

როდესაც ინგლისის პრესაში დაიწყო ტრადიციული კონკურსი –„ვინ იყო 1962-63 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?" – ჟურნალისტების დიდმა უმრავლესობამ სტენლი მეტიუზი დაასახელა. სახელოვანი „მათუსალა“ მაშინ 48 წლის გახდა. ეს ხომ უპრეცენდენტო მოვლენა იყო ფეხბურთის ისტორიაში.

ინგლისის პრესაში წერდნენ: „იმ უამრავ ფეხბურთელთა შორის რომელთაც ასე თუ ისე გაოიჩინეს თავი ამ შესანიშნავი თამაშის ისტორიაში, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამი: მეტიუზი, დი სტეფანო და პელე. მაგრამ მათ შორისაც რომ მოხდეს არჩევანი პირველი ადგილი მაშინ ბეტიუზს დაეთმობა. რომელ ადამიანს შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უკეთესად თამაში 49 წლის ასაკში?!“

ლონდონის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ქალბატონ ტისოს ცვილის ფიგურების მუზეუმი. ვის არ ნახავთ აქ წარსულისა და თანამედროვეობის გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებს მწერლებსა და მუსიკოსებს. „აქვეა რამდენიმე ცნობილი სპორტსმენის ცვილის ფიგურაც. მათ შორის ერთადერთი ფეხბურთელია – სტენლი მეთიუზი.


წყარო

ოქროს ბურთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები