თუთუნი
თუთუნი – თამბაქო.
თამბაქომ ეს სახელწოდება დომინგოს პროვინცია – „თაბაგოსაგან” მიიღო, საიდანაც იგი 1494 წელს ევროპაში როგორც წყლულის სამკურნალო საშუალება, ისე შეიტანეს. საფრანგეთის ელჩმა პორტუგალიაში – ჟაკ ნიკომ, რომლის საპატივცემულოდ ფრანგმა ბოტანიკოსმა თამბაქოს მცენარეს „ნიკოტინა” უწოდა, თამბაქოს ფოთლები საფრანგეთის დედოფალს აჩუქა. ფოთლებს წყლულის სამკურნალო და შიმშილის საწინააღმდეგო, ასევე, ტვინის დაავადებების სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ. თამბაქოს ფოთლებს ფხვნილად აქცევდნენ, რომელსაც ჯერ ყნოსავდნენ და ღეჭავდნენ, ხოლო შემდეგ მოწევაც ისწავლეს. თამბაქოს წევა თანდათანობით მთელს ევროპაში გავრცელდა. მალე თამბაქოს ოსმალეთის იმპერიაშიც გაეცვნენ, საიდანაც მან საქართველოში – აჭარაშიც შეაღწია. აჭარლების სამეურნეო ცხოვრებაში ადრე ერთ-ერთი საყურადღებო ტექნიკური დარგი თამბაქოს – „თუთუნის” კულტურა იყო.
ლიტერატურა
მგელაძე...