თბილისის საზაფხულო თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:02, 13 მარტი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თბილისის საზაფხულო თეატრი – 1870 წელს საინჟინრო უწყების ბაღში აიგო საზაფხულო თეატრი. სამიარუსიანი მაყურებელთა დარბაზით, რომლის ბოლო იარუსი ქანდარას წარმოადგენდა, მეორე კი ლოჟებად იყო დაყოფილი. ინტერიერის მოხატულობა ეკუთვნოდა დეკორატორ კნოლს. სათეატრო ნაგებობის სპეციფიკას ქმნიდა მასალა. თეატრი ხისგან იყო აგებული და ღია ექსტერიერით უშუალოდ უკავშირდებოდა ბაღს. მთლიანობაში საზაფხულო თეატრი გამოირჩეოდა სისადავითა და სასიამოვნო უბრალოებით. ქარვასლის თეატრის შემდეგ ის მეორე საგანგებოდ ამ მიზნით აგებული ნაგებობაა თბილისში.