კონკორდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:48, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კონკორდია – (რომ.) სახელმწიფოს მოქალაქეთა თანხმობის განმასახიერებელი ქალღმერთი რომში.
კონკორდიას პატივსადები ზეიმები იანვარსა და მარტის თვეში იმართებოდა რომაელთა დედაქალაქში. აქ ძვ.წ. IV საუკუნეში აუგეს მას პირველი ტაძარი. კონკორდიას წარმოსახავდნენ მოწიფულ ქალად, რომელსაც მარცხენა ხელში სიუხვის რქა, ხოლო მარჯვენაში – ზეთისხილის რტო ეკავა.