რომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რომა(რომ.)

1. ქალღმერთი, რომელიც რომის სახელმწიფოს განასახიერებდა. ძვ. წ. II საუკუნიდან მისი კულტი რომაელ მთავარსარდალთა კულტს, იმპერიის ეპოქაში კი გაღმერთებულ იმპერატორთა კულტს შეერთო. რომაელი იმპერატორები თავიანთ მონეტებზე რომას გამოსახავდნენ.

2. ასკანიუსის ასული, ენეასის შვილიშვილი, რომელმაც აღმართა ფიცთა ერთგულების განმასახიერებელი ღვთაების, ფიდეას (ფიდესის) ტაძარი პალატიუმის ბორცვზე რომში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები