სილვიუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:29, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სილვიუსი – (რომ.) „ტყისა“. ენეასისა და ლავინიას ძე. სხვა ვერსიით, მას ასკანიუსის ვაჟადაც მიიჩნევდნენ.
გავრცელებული მითოსის თანახმად, ენეასის უფროსმა ძემ, იულუსმა (ასკანიუსმა) დააარსა რა ალბა-ლონგა, ქალაქ ლავინიაში სამეფო ტახტი სილვიუსს დაუთმო. იულუსის გარდაცვალების შემდეგ სილვიუსი ალბა-ლონგაშიც გამეფდა და სილვიუსთა სამეფო მოდგმის მამამთავარი შეიქნა. სწორედ ამ მოდგმის ჩამომავლები იყვნენ რომის ფუძემდებლები, რომულუსი და რემუსი.