ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:04, 30 მარტი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირჯინიის უფლებათა დეკლარაცია – ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინამორბედი დოკუმენტი.

ადამიანის უფლებათა ისტორიული განვითარების მხრივ საინტერესოა XVIII საუკუნის ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარებული მოვლენები, როდესაც პირველი, ადამიანის უფლებათა სრულყოფილ დეკლარაციად მიჩნეული, ვირჯინიის 1776 წლის 12 ივნისის „უფლებათა ბილი“ ჩამოყალიბდა. ვირჯინიის კონვენტის მიერ მოწონებული ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციით (Virginia's Declaration of Rights) აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი თავისი ბუნებით არის თანაბრად თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფლობს განუსხვისებელ უფლებებს. ადამიანის წარუვალ უფლებებს მიეკუთვნებოდა „სიცოცხლითა და თავისუფლებით ტკბობა საკუთრების შეძენისა და ფლობის მეშვეობით, რასაც უთანაბრდება ბედნიერებისა და უსაფრთხოებისაკენ სწრაფვა და მათი მოპოვება“ (პირველი მუხლი). იგი ასევე განამტკიცებდა საპროცესო ძირითად უფლებებს (მე-8 - მე-11 მუხლები), პრესის თავისუფლებას (მე-12 მუხლი) და რელიგიის თავისუფლებას (მე-16 მუხლი). ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციის იდეალები შემდგომში აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციასა და უფლებათა ბილში განმეორდა და განვითარდა.

ვირჯინიის 1776 წლის 12 ივნისის დეკლარაციის პირველ მუხლში მითითებულია: „ყველა ადამიანი ბუნებით თანაბრად თავისუფალი და დამოუკიდებელია და დაბადებიდანვე ფლობს კონკრეტულ უფლებებს”. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომელიც თომას ჯეფერსონის მიერ 1776 წელს არის მომზადებული, მითითებულია: „ჩვენთვის თავისთავად ცხადია ის ჭეშმარიტებანი, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, რომ არსთა გამრიგემ მათ უბოძა გარკვეული ხელშეუვალი უფლებანი, რომელთა შორისაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა”.


წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები