ფიდესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიდესი(რომ.) „ერთგულება“. ქალღმერთი, რომელიც ფიცის ერთგულებას განასახიერებდა. ფიდესის უძველესი ტაძარი იდგა რომში. ლეგენდის თანახმად, იგი ენეასის შვილიშვილმა, რომამ ააგო (სხვა ვერსიით, ნუმა პომპილიუსმა).

კაპიტოლიუმის ბორცვზე აღმართული იყო ფიდესის კიდევ ერთი ტაძარი, სადაც ინახებოდა რომაელთა მიერ სხვა სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებები.

რომაულ მონეტებზე ფიდესს წარმოსახავდნენ დიდებულ ქალბატონად თავთავითა და ნაყოფით ხელში. მისი ატრიბუტი იყო აგრეთვე გვრიტი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები