ხოფერია ჯემალ
ჯემალ ხოფერია – ქართველი პროზაიკოსი, დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯურუყვეთში, 1940 წელს. ქ. ბათუმის №17 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაასრულა.
პირველი მოთხრობა 1960 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოცემული აქვს 15 წიგნი: „ყვავილობა“ (1969), „წვიმიანი დღის ქრონიკა“ (1972), „მშობლიური კერა“ (1973), „აბდულა“, „ოლე“ (1986), „არ ვტყუივარ შენთან“ (1989), „როდესაც მეძახი“ (1974), „უნიადაგო“ (1994), „შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი“ (1997)…
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებაში, ქარხანა „ელექტროხელსაწყოში“, გაზეთის („ოქტომბრის გზით") რედაქციაში, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარაში“ გამომშვებად, შემდეგ სარედაქციო განყოფილების გამგედ. იყო გაზეთების: „საბჭოთა აჭარის“, „სოვეტსკაია ადჟარიას“, „ახალგაზრდა კომუნისტის“, „სოფლის ცხოვრების“ „ლიტერატურული საქართველოს“ შტატგარეშე კორესპონდენტი. მინიჭებული აქვს აჭარის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.