ჯიჯიეშვილი ჯონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯონი ჯიჯიეშვილი – ქართველი მწერალი და მხატვარი, დაიბადა 1942 წელს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯუმათში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამოსცა ხუთი წიგნი: „მოთხრობები“ (1971), „თეთრი ფოლადი" (1975), „თამაში“ (2004), „ღამის მგზავრები“ (2010), „დროის სული“ (2013).
პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ „ჭოროხში“.
ჰქონდა ნახატების გამოფენები ქალაქ ბათუმსა და თბილისში.
მოსკოვში, თვითნასწავლ მხატვართა გამოფენაზე დაჯილდოვდა მედლით.