ოპისთოდომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპისთოდომი – (ძვ. ბერძ. ὀπισθόδομος), ნაოსისაგან ყრუ კედლით გამიჯნული სათავსი, რომელიც ტაძრის უკანა მხარეს ექცევა. ოპისთოდომში ხშირად ორი სვეტი იყო აღმართული. აქ ინახებოდა ტაძრის ქონება (ათენის პართენონში იგი ქალაქის ხაზინასაც წარმოადგენდა).