ელდარის ვაკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:17, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელდარის ვაკე – ვაკე-დაბლობი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე რომელიც თავისი ბუნებრივი პირობებით მჭიდროდ (ნალექების წლიური ჯამი 300 მმ, ჩამონადენის მოდული 1-2 ლ/წმ კმ) არის დაკავშირებული ამიერკავკასიის ნახევარუდაბნოების ლანდშაფტურ ოლქთან. ეს რეგიონი ჩვენი ქვეყნის ყველაზე გვალვიანი კუთხეა.