ოკრიბის ქვაბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 2 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკრიბის ქვაბული – ქვაბული კავკასიონის სამხრეთ მთისწინეთში ზემო იმერეთის პლატოს დასავლეთით, ჩრდილო იმერეთის მთისწინეთში, რომელიც დაახლოებით ტყიბულის ზონას ემთხვევა.

მისთვის დამახასიათებელია გორაკ-ბორცვიანი და საშუალო სიმაღლის მთიანი რელიეფი მეწყრული და კარსტული მოვლენების ძლიერი განვითარებით. ოკრიბა საქართველოს ბელტს მიეკუთვნება და განიხილება როგორც დამრეცი გუმბათი; მისი თაღი ეროზიითაა გარეცხილი, ხოლო პერიფერიული ნაწილები წარმოდგენილია ოკრიბა-არგვეთისა და სამგურალის სერებით; ოკრიბის შუა ნაწილში მდ. რიონი გაედინება, ხოლო ქვაბულის სამხრეთი ნაწილი ცუცხვათისა და ტყიბულის ქვაბულებს უკავიათ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები