ენისეი
ენისეი – (მის ნაპირბე მცხოვრები ევენკების ენაზე– „დიდი წყალი“) ციმბირის ყველაზე წყალუხვი (საშუალო წლიური ხარჯი, I9800მ3/წმ, წლიური ჩამონადენი 600კმ3 მდინარეა. სიგრძით 3490კმ; სელენგის სათავიდან (მონღოლეთის ტერიტორია) 5940კმ; აუზის ფართობით (2580000კმ2) იგი მსოფლიოში მეექვსე მდინარეა. მისი სათავეები (დიდი და პატარა ენისეი) გამოედინებიან საიანის მთებიდან, უერთდება ენისეის უბეს. მისი ხეობა დასავლეთ ციმბირის დაბლობის და შუა ციმბირის ზეგნის საზღვარს ქმნის.
ენისეის სისტემა მკვეთრად ასიმეტრიულია, ყველა მნიშენე- ლოვანი შენაკადი (ანგარა, ანუ ზემო ტუნგუსკა, პოდკამენნაია, ანუ შუა ტუნგუსკა, ქვემო ტუნგუსკა და სხვა) მას მარჯენიდან ერთვის. მკვეთრად ასიმეტრიულია მისი აუზის რელიეფიც: მარცსენა აუზი ბრტყელ დაბლობს უკავია, მარჯვენა აუზი – მთებსა და ზეგნებს. ენისეის ჩამონადენს მნიშვნელოვნად არეგულირებს ბაიკალის ტბა, რის გამოც იგი (ჩამონადენი) სეზონურად, საკმაოდ თანაბრად (თბილი პერიოდი – 57%, ცივი პერიოლი – 43%) არის განაწილებული და ამით მკვეთრად განსხვავდება ციმბირის სხვა მღინარეებისაგან. იგი გამოირჩევა აგრეთვე მძლავრი ენერგეტიკული რესურსებით. ქ. მინუსისკიდან შესართავამდე გამოიყენება სანაოსნოდ, ჩრდილოეთის საზღვაო გზას აერთებს დიდი ციმბირის რკინიგზასთან.