აღმოსავლეთი ჩინეთი
აღმოსავლეთი ჩინეთი – აღმოსავლეთი აზიის ყველაზე მასიური და სუსტად დანაწევრებული რეგიონია, რომლის ბუნების ძირითად ნიშნებსაც განსაზღვრავს ტერიტორიის ტექტონიკურ აგებულებაში ბაქნური სტრუქტურების გაბატონება, სუბტროპიკული და ტროპიკული სარტყლების აღმოსავლეთ ოკეანურ სექტორში მდებარეობა და მასთან დაკავშირებული ატმოსფეროს მუსონური ცირკულაცია. მატერიკული აზიის ფარგლებში იგი ნათლად გამოიყოფა მუსონური ჰავითა და ადამიანის სანგრძლივ ბუნებათსარგებლობასთან დაკავშირებული ძლიერ სახეშეცვლილი ლანღშაფტებით. იგი ჩინეთის ყველაზე ტყიანი ღა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. იგი მოიცავს მდინარეების იანძის შუა და ქვემო და ხუანხეს ქვემო აუზების ტერიტორიას ჩ. გ. დაახლოებით 41 და I8° შორის. აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს წყნარი ოკეანის ზღვები (ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის), დასავლეთიდან ესაზღვრება ცენტრალური აზია (ორდოსის უდაბნო ზეგანი და ტიბეტის მთიანეთი), ჩრდილოეთიდან ლიაოსის მთები.
აღმოსავლეთ ჩინეთის თანამედროვე რელიეფიხფ ჩამოყალიბდა ჩინეთის ბაქნის – ამ რეგიონის რელიეფის ნეოტექტონიკურ მოძრაობათა მიერ გაახალგაზრდავების შედეგად. მასში შერწყმულია დაბალი და საშუალო სიმაღლის ეპიბაქნური (აღორძინებული) მთები, ძველ მდგრად მასივებზე განვითარებული ვრცელი ქვაბულები, აგრეთვე აკუმულაციური ვაკე-დაბლობები და ნაოჭა-ლოდა მთიანეთები. მთიანი მასივების რელიეფი ნათლად ასახავს ხანგრძლივ კონტინენტურ განვითარებას, რასთანაც დაკავშირებულია მოსწორებული ზედაპირებისა და მოგლუვებული მწვერვალების ფართო განვითარება და ნეოტექტონიკურ ვერტიკალურ-დიფერენციალურ დარღვევით მოძრაობასთან დაკავშირებული, გაახალგაზრდავებული რელიეფი (ნაოჭა-ლოდა მთები და მთათაშუა ქვაბულები) და ვულკანიზმი.