ცენტრალური აზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 20 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცენტრალური აზია – „ცენტრალური აზიის“ ცნებაში გეოგრაფების მიერ განსხვავებული შინაარსია ჩადებული და, ამდენად, მისი საზღვრების გატარებაშიც აზრი განსხვავებულია. ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბუნების თავისებურებამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიქცია მსოფლიოში ცნობილი ბუნებისმეტყველის ალ. ჰუმბოლდტის ყურადღება, რომელიც ამ რეგიონს ავრცელებდა სამხრეთ. ალთაიდან ჰიმალაის ჩრდილო კალთებამდე. მიუხედავაღ საზღვრების გატარებისადმი განსხეავებული მიდგომისა, ყველა ცნობილი გეოგრაფი (ვინც ამ საკითხს ეხებოდა) ცენტრალური აზიის ბუნების მთავარ ნიშნებს ცალსახად აფიქსირებს. ეს არის მისი შიდა-კონტინენტური მდებარეობით (ოკეანეების გავლენისაგან იზოლირებულად) და გაუმდინარობით გამოწვეული მკვეთრად არიდული, ე.წ. „ცენტრალურაზიური“ ლანდშაფტების გაბატონება.

ასეთი კრიტერიუმის საფუძველზე „ცენტრალური აზიის“ ცნების ფართო გაგება აზიის ბუნების მეტი წილი მკვლევარების ობიექტური აზრით საკუთრივ ცენტრალური აზიის (ტიბეტის მთიანეთის ჩათვლით) გარდა მოიცავს შუა აზიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ (მთიან) ყაზახეთს, რომელთა ჯამური ფართობი ავსტრალიის კონტინენტს აღემატება. იგი ვრცელდება კასპიის ზღვის სანაპიროებიდან აღმოსავლეთ აზიამდე და სამხრეთ ალთაიდან ჰიმალაის ჩრდილოეთ მთისძირებამდე.

ამ ვრცელი რეგიონის (სუბკონტინენტის) ბუნების საერთო ნიშნებიდან აღსანიშნავია: ტექტონიკური თვალსაზრისით – მისი ტერიტორია ხასიათდება ხანგრძლივი კონტინენტური განვითარებით (შუა მეზოზოურიდან მისი უმეტესი ნაწილი ზღვით არ დაფარულა) და წარმოადგენს პლანეტის ერთ-ერთ უძველეს ხმელეთოვან მასივს. რელიეფის თვალსაზრისით ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია მაღალ უდაბნო ზეგნებს (ტიბეტის, გობის, ორდოსის, ბეიშანის, ტარიმის, ანუ კაშგარიის, ყაზახეთის წვრილგორაკები და სხვ.), რომელთა შორის ლოდა-ნაოჭამთიანი მასივებია მოსწორებული თხემებით. რეგიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია მშრალი კონტინენტური ზომიერი და ტროპიკული ჰაერის მასები. შიდა წყლების ხასიათით თითქმის მთელი ტერიტორია გაუდინარია და უმეტესი ნაწილი მუდმივ ჩამონადენიან მდინარეებს მოკლებულია. აზიის ფარგლებში იგი ერთ-ერთი ყველაზე უწყლო რეგიონია. ლანდშაფტურად გაბატონებულია უდაბნოები და ნახევარუდაბნოები. მთებში სიმაღლითი ზონალურობა ძალიან სუსტად არის გამოხატული, ლანდშაფტების ანთროპოგენური სახეცვლის თვალსაზრისით ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე არახელსაყრელ ნიადაგ-კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით, ველური ბუნება კარგად არის შემორჩენილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები