ცენტრალური აზია
ცენტრალური აზია – „ცენტრალური აზიის“ ცნებაში გეოგრაფების მიერ განსხვავებული შინაარსია ჩადებული და, ამდენად, მისი საზღვრების გატარებაშიც აზრი განსხვავებულია. ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბუნების თავისებურებამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიქცია მსოფლიოში ცნობილი ბუნებისმეტყველის ალ. ჰუმბოლდტის ყურადღება, რომელიც ამ რეგიონს ავრცელებდა სამხრეთ. ალთაიდან ჰიმალაის ჩრდილო კალთებამდე. მიუხედავაღ საზღვრების გატარებისადმი განსხვავებული მიდგომისა, ყველა ცნობილი გეოგრაფი (ვინც ამ საკითხს ეხებოდა) ცენტრალური აზიის ბუნების მთავარ ნიშნებს ცალსახად აფიქსირებს. ეს არის მისი შიდა-კონტინენტური მდებარეობით (ოკეანეების გავლენისაგან იზოლირებულად) და გაუმდინარობით გამოწვეული მკვეთრად არიდული, ე.წ. „ცენტრალურაზიური“ ლანდშაფტების გაბატონება.
ასეთი კრიტერიუმის საფუძველზე „ცენტრალური აზიის“ ცნების ფართო გაგება აზიის ბუნების მეტი წილი მკვლევარების ობიექტური აზრით საკუთრივ ცენტრალური აზიის (ტიბეტის მთიანეთის ჩათვლით) გარდა მოიცავს შუა აზიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ (მთიან) ყაზახეთს, რომელთა ჯამური ფართობი ავსტრალიის კონტინენტს აღემატება. იგი ვრცელდება კასპიის ზღვის სანაპიროებიდან აღმოსავლეთ აზიამდე და სამხრეთ ალთაიდან ჰიმალაის ჩრდილოეთ მთისძირებამდე.
ამ ვრცელი რეგიონის (სუბკონტინენტის) ბუნების საერთო ნიშნებიდან აღსანიშნავია: ტექტონიკური თვალსაზრისით – მისი ტერიტორია ხასიათდება ხანგრძლივი კონტინენტური განვითარებით (შუა მეზოზოურიდან მისი უმეტესი ნაწილი ზღვით არ დაფარულა) და წარმოადგენს პლანეტის ერთ-ერთ უძველეს ხმელეთოვან მასივს. რელიეფის თვალსაზრისით ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია მაღალ უდაბნო ზეგნებს (ტიბეტის, გობის, ორდოსის, ბეიშანის, ტარიმის, ანუ კაშგარიის, ყაზახეთის წვრილგორაკები და სხვ.), რომელთა შორის ლოდა-ნაოჭამთიანი მასივებია მოსწორებული თხემებით, რეგიონის ტერიტორიაზე გაბატონებულია მშრალი კონტინენტური ზომიერი და ტროპიკული ჰაერის მასები. შიდა წყლების ხასიათით თითქმის მთელი ტერიტორია გაუდინარია და უმეტესი ნაწილი მუდმივ ჩამონადენიან მდინარეებს მოკლებულია. აზიის ფარგლებში იგი ერთ-ერთი ყველაზე უწყლო რეგიონია. ლანდშაფტურად გაბატონებულია უდაბნოები და ნახევარუდაბნოები. მთებში სიმაღლითი ზონალურობა ძალიან სუსტად არის გამოხატული, ლანდშაფტების ანთროპოგენური სახეცვლის თვალსაზრისით ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე არახელსაყრელ ნიადაგ-კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით, ველური ბუნება კარგად არის შემორჩენილი.
ბუნების საერთო ნიშნების ფონზე ტერიტორიის დიდ განფენილობასთან (გრძედის მიმართულებით დაახლოებით 7700კმ, ხოლო განედურად დაახლოებით 2200კმ) და რელიეფის ნაირგვარობასთან დაკავშირებით ნათლად არის გამოხატული არიდული და სუბარიდული ლანდშაფტების რეგიონული ნაირგვარობა, რომლის საფუძველზე გამოიყოფა მთელი რიგი ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყნები: საკუთრივ ცენტრალური აზია, ტიბეტის მთიანეთი, ყაზასეთის წვრილგორაკები, შუა აზიის ვაკეები და შუა აზიის მთიანი ქვეყანა.
სარჩევი |
საკუთრივ ცენტრალური აზია
ჩრდილოეთი საზღვარი სამხრეთ ციმბირის მთების სარტყელთან პირობითია. სამხრეთი საზღვარი გასდევს ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო პერიფერიული მთაგრეხილების მთისძირებს, დასავლეთიდან ესაზღვრება პამირის მთიანეთი და ყაზახეთის წვრილგორაკები, აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს დიდი ხინგანის დასავლეთ მთის ძირებს, ორდოსის ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიას და მისგან ჩრდილოეთით მდებარე ამაღლებებს.
ამ საზღერებში მოქცეული ცენტრალური აზია ხასიათდება ტერიტორის მონოლითურობით და შედარებით სუსტი დანაწევრიანებით, რაც გამოწვეულია ტექტონიკური ზუნებით და არიდული ჰავით. მას საფუძველად უდევს (მცირე გამონაკლისის გარდა) ჩინეთის ბაქანი, რომელმაც ევროპა-აზიის სხვა ბაქნებისაგან განსხვავებით, განვითარების შემდგომ ეტაპზე ვერ შეინარჩუნა მთლიანობა და განიცადა მნიშვნელოვანი დეფორმაცია-დანაწევრება, მასთან რელიეფის გაახალგაზრდავება-გამრავალფეროვნება.
თანამედროეე რელიეფის ძირითაღი ნიშნები განსაზღერა აქტიურმა ნეოტექტონიკურმა მოძრაობამ და ეროზიული პროცესებს სისუსტემ. მასში შერწყმულია მაღალი ზეგნები, აღორძინებული ლოდა-ნაოჭა მთიანი მასივები (მონღოლეთის ალთაი, გობის ალთაი, ტიან-შანის (აღმოსავლეთი) მთები, ხანგაის და ხენტეის მთები და სხვა) ვრცელი და მაღალი მთათაშუა ვაკე- ქვაბულები (ჯუნგარიის, კაშგარის და სხვა) ფართო გავრცელებით ხასიათდება ძველი რელიეფის ფორმები – მოსწორებული ზედაპირები. თანამედროვე არიდული და ექსტრაარიდული პირობები დამყარდა ნეოტექტონიკურ ეტაპზე – ცენტრალური აზიის პერიფერიაზე მთიანი სისტემების აზევების შედეგად. მანვე გამოიწვია მისი ტერიტორიის გაუდინარობა. ჯერ კიდეე უკანასკნელი გამყინვარების ეპოქაში ჰავა ბევრად უფრო ტენიანი და ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირი და უხვწყლიანი იყო. განსაკუთრებით უარყოფითი ზეგავლენა იქონია ჰიმალაის და ტიბეტის აზევებამ, რამაც გზა გადაუკეტა ინდოეთის ოკეანიდან მონაბერ ტენიან მუსონს.
მიუხედავად არიდული ლანდშაფტების ერთგვაროვნებისა, ვრცელი ტერიტორიის ფარგლებში (ნაირგვარი რელიეფით) შეინიშნება ბუნებრივი ლანდშაფტების ნაირგვარობა, რომელიც საფუძველს იძლევა გამოიყოს შედარებით დაბალი რანგის რამდენიმე ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონი: ჩრდილოეთი მონღოლეთი, სამხრეთ მონღოლეთის და ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკე ზეგნები და ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთის მთიანი ქვაბულებიანი ოლქი.
ჩრდილოეთი მონღოლეთი
ეს რეგიონი ცენტრალურ-აზიური ლანდშაფტების ფონზე ყველაზე უფრო გამორჩეულია. რაც გამოწვეულია მისი სამიჯნაო მდებარეობით ცენტრალურ და ჩრდილოეთ აზიას (ციმბირს) შორის. ბუნების ხასიათი გარდამვალია სამხრეთ ციმბირის მთის ტაიგის ლანდშაფტებიდან ცენტრალური აზიის არიდული ლანდშაფტებისაკენ, უფრო მეტიც, მასში ციმბირული ბუნების ნიშნები ჭარბობს ცენტრალურ აზიურს. ბუნების გარდამავალი ხასიათი ჩანს მის ყველა კომპონენტში. ჩრდილოეთ მონღოლეთის ტერიტორიაზე არსებითი ცელილებების გარეშე გრძელდება ალთაი-საიანებისა და ბაიკალისპირა მთიან- ქვაბულიანი ქვეყნების რელიეფი. მონღოლეთისა და გობის ალთაის, ხანგაის და ხენტეის საშუალო და მაღალმთიანი ლოდა- ნაოჭა მთიანი მასივების და მათ შორის მდებარე ტბური ქვაბულების რელიეფის სახით. მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს მონღოლეთის ალთაი, რომლის ფარგლებში მთელი რიგი მწვერვალების სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება (უმაღლესი – ტაბინ-ბოგდა-ოლა 4356მ) და რელიეფი ალპური ტიპისაა.
ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, ტემპერატურების ძლიერი რყევადობით. რეგიონი მთლიანად ზომიერი სარტყლის სამხრეთ ზოლში მდებარეობს. კლიმატ-წარმომქმნელი ფაქტორებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აზიის მძლავრი ანტიციკლონი, რომელიც განსაზღვრავს ზამთრის ამინდების ძლიერ სიმკაცრეს. ჩრდილოეთი მონღოლეთი თითქმის მის ცენტრშია, რის გამოც ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიციკლონური ამინდებით – მოწმენდილი, ძლიერ ყინვიანი, განსაკუთრებით ქვაბულებში, სადაც მყარდება თერმული ინვერსია. ულან-ბატორში, რომელიც პარიზზე უფრო სამხრეთით მდებარეობს, იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 27-ია (პარიზში პლუს 27), აბსოლიტური მინიმუმი ეცემა თითქმის -50°-მდე. აბსოლუტური მაქსიმუმი აღწეეს პლუს 40° წლიური ამპლიტუდა (90) ზომიერი განედებისათვის ყველაზე დიდია. ზაფხული გრილი და თბილია (პლუს 18-19°), ტემპერატურების მნიშვნელოვანი დღე-ღამური ამპლიტუდით (20-30°). ზამთართან შედარებით ამინდები ცვალებადია.
ნალექების წლიური რაოდენობა მთების კალთებზე 300- 500მმ-ია, ქვაბულებში არაუმეტეს 200მმ.
ჩრდილოეთი მონღოლეთი ცენტრალური აზიის ფარგლებში გამოირჩევა ყველაზე უფრო განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელით მისი მნიშენელოვანთი ნაწილი გამდინარეა და განეკუთვნება ყინულოვანი ოკეანის (ენისეის სისტემა) და წყნარი ოკეანის (ამურის სისტემა) აუზებს; მდინარეებს შორის ყველაზე გრძელია სელენგა, რომელიც გამოედინება ხანგაის მთებიდან და ჩაედინება ბაიკალის ტბაში მონღოლეთის ტერიტორიას იგი კვეთს 1000კმ-ზე. აქედან 500კმ-ზე სანაოსნოა. მიმდებარე მთებიდან იგი მრავალრიცხოვან შენაკადებს იერთებს. ყინულოვანი ოკეანის აუზს მიეკუთვნება მდინარეები კერულენი და ონონი (ამურის მარჯვენა შენაკადები), რომლებიც გამოედინებიან ხანტეის მთებიდან. მდინარეთა საზრდოობაში მთავარ როლს ასრულებს ნადნობი წყალი, მნიშვნელოვანი წყაროა აგრეთვე ჭაობები და ტბები ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუდინარია, რომლის მდინარეები იწყება მთებში და დინებას ამთავრებენ გამდინარ ტბებში ან ქვიშებსა და ჭაობებში. ზამთარში მდინარეები ხანგრძლივად იყინება, ზოგიერთი – ფსკერამდე. გაზაფხულის წყალდიდობა თითქმის არ არის გამოხატული, ვინაიდან ვაკეებზე თოვლის საბურეელი უმნიშვნელოა. ნათლად არის გამოხატული ჩამონადენის ზაფხულის მაქსიმუმი, რაც დაკავშირებულია მაღალ მთებში წარმოქმნილ ნადნობ წყალთან (ყინულის და თოვლის) და ზაფხულის ციკლონურ წვიმასთან.
ჩრდილოეთი მონღოლეთი გამოირჩევა ტბების სიმრავლითაც. მათ შორის ზოგი გამდინარეა, სხვები – გაუდინარი. ტბების ყველაზე დიდი ჯგუფი მდებარეობს დიდი ტბების ქვაბულში (მონღოლეთის ალთაის და ხანგაის ქედს შორის). ამ ჯგუფის გაუმდინარი მლაშე ტბებიდან სიდიდით გამოირჩევიან უბსუ-ნური, ხირგის-ნური და სხვ., ხოლო გამდინარე ტბებიდან – ხარა-უს-ნური და ხარა-ნური. აღნიშნული ქვაბულის ტბები წარმოადგენენ წარსულში ერთი მთლიანი ვრცელი წყალსატევის რელიქტებს. ყველაზე დიდი და თვალწარმტაცი გამდინარე მტკნარი ტბა ხუბსუგულია, რომელიც მდებარეობს მონღოლეთ-რუსეთის საზღვართან. მისი ფართობი 2620კმ-ია, მაქსიმალური სიღრმე –238მ. იგი ჩამდგარია ბაიკალის ტბის რიფტში.
მთებში მყინვარული წარმოშობის მრავალრიცხოვანი მცირე სიდიდის ტბაა.
ჩრდილოეთი მონღოლეთი ცენტრალური აზიიის ყველაზე ტყიანი რეგიონიცაა, ტყეები მხოლოღ მთიან ზონაშია, უმეტესად ჩრდილო კალთებზე. სამხრეთისაკენ ტყე უფრო და უფრო მეჩხერი ხდება და მთის კალთებზე მაღლა იწევს. ტაიგის მთავარი ტყეშემქმნელი ჯიშებია ფიჭვი და ლარიქსი, რომელთანაც გარეულია წვრილფოთლოენები (უმეტესად არყი), ტყის ზონა ეწერი ნიადაგებით სიმაღლით ვრცელდება დაახლოებით 2500მ-მდე. სამხრეთი კალთები უმეტესად სტეპს უკავია მთის წაბლა და შავმიწა ნიადაგებით. ქვემოთ და სამხრეთით იგი უერთდება ვაკის სტეპებს რომელიც ხეობებით და ქვაბულებით შორს იჭრება ჩრდღილოეთისაკენ. სამხრეთისაკენ არიდულობა მატულობს და სტეპის ლანდშაფტს ცვლის ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ბუნებრივი კომპლექსები, ე.წ. გობის ტიპის ლანდშაფტი.
მონღოლეთის ალთაი და გობის ალთაი ხემცენარეულობას მოკლებულია, გამონაკლისია მხოლოდ მონღოლეთის ალთაის დასავლეთი კალთები.
2300-2500მ ზემოთ ჩრდილოეთ მონღოლეთის მთებში ყველგან იწყება სუბალპური სარტყელი მდიდარი მდელოს მცენარეულობით, რომელსაც სიმაღლით ცვლის მთის ტუნდრა. მუდმივი თოვლის ხაზი გადის 3000-3500 მ-ზე. მონღოლეთის ალთაის დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე გამყინვარებას, ყველაზე დიდია მყინვარი პოტანინი, სიგრძით 20კმ.
ცხოველთა სამყაროში შერეულია ციმბირის ტაიგის და ცენტრალურაზიური უდაბნოს სახეობები. მთის ტყეებში ბინადრობენ ლოსი, მარალი, მურა დათვი, შველი, გარეული ღორი; სტეპებში – ანტილოპა, ჯეირანი, მონღოლური საიგა, იშვიათად – გარეული სახედარი და სხვ. საძოვრებს დიდ ზიანს აყენებს მღრღნელების სიმრავლე. ყველა ზონაშია მგელი და მელა.
სამხრეთ მონღოლეთის და ჩრდილო ჩინეთის ვაკე ზეგნები
ამ რეგიონის ტერიტორიას უმეტესად ავსებს მაღალი უდაბნო ზეგნები და პლატოები (გობის, ორდოსის, ბეიშანის, ალაშანაის და სხვ) რომლებიც შემოფარგლულია ეროზიის მიერ ძლიერ დანაწეერებული ლოდა მთიანი მასივებით, რომელთა სიმაღლე 2500-3000მ-ს აღწევს. აღმოსავლეთ მხარეზე უდაბნო ვაკე-ზეგნხების (გობი) საზღვარი გასდევს დიდი ხინგანის სამხრეთ ნაწილს და მის სამხრეთ-დასავლეთ გაგრძელებაზე ინშანის მთებს. გობს და ორდოსს შორის მდებარეობს დაცინშანის ქედი. გობის ზეგანი დანაწევრებულია ცალკეული მთიანი მასიევებით, რომელთაგან აღსანიშნავია ხარანარინი.
რელიეფის ეროზიული ფორმების სიხშირე მეტყველებს გეოლოგიურ წარსულში ჰავის მეტ ტენიანობაზე, რაც განსაზღვრავდა ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირეს და ეროზიული პროცესების ენერგიას.
ჰავა მკვეთრად არიდულია წლიური ნალექები თითქმის მთელ ტერიტორიაზე 200მმ-ზე ნაკლებია. გამონაკლისია აღმოსავლეთი პერიფერია, სადაც მუსონის გავლენით ნალექების რაოდენობა 200მმ აღემატება. თითქმის მთელი ნალექი ზაფხულის თვეებზე მოდის. თოვლი იშვიათი მოვლენაა. ჰაერის ტემპერატურა ჩრდილოეთ მონღოლეთზე მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, რაც გამოწვეულია შედარებით დაბალ განედებში (ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების მიჯნაზე) მდებარეობით. ზაფხული გობის ზეგანზე მოკლე, ცხელი და მშრალია. ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 22-24° ფარგლებშია, მაქსიმალური – პლუს 45°. ნიადაგის ზედაპირი შეიძლება გახურდეს 70°-მდე, დამახასიათებელია ტემპერატურის ძლიერი დღეღამური რყევა, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონში, როდესაც ტემპერატურა რამდენიმე საათში შეიძლება ნულიღან პლუს 30°-მდე აიწიოს.
ზამთარი ჩრდილოეთ მონღოლეთთან შედარებით ზომიერად ყინვიანია. ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10° -ზე მაღალია, მინიმალური ტემპერატურა ეცემა მინუს 20°-მდე. ყინვიან ამინდებს ხშირად ჩაენაცვლება ლეღმა.
ტბები მლაშე და მცირე სიღრმისაა და უმეტესობა წლის მეტ დროს მშრალია. წყლის რესურსებიდან ზედაპირულზე უფრო მნიშვნელოვანია გრუნტის წყლები მთის ძირებში ხშირია წყაროები რომლებიც წარმოშობენ პატარა ნაკადულებს, რომელთა გასწვრივ ლანდშაფტი სტეპის იერს იძენს ნაირგვარი მცენარეულობით.
უდაბნოს და ნახევარუდაბნოს ლანღშაფტებს თითქმის საყოველთაო გავრცელება აქვს, როგორც ვაკეებზე, ისე მთებში. მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები ზეღაპირთან ახლოსაა, ვითარდება სტეპური ლანდშაფტი. ხემცენარეები გვხვდება მხოლოდ მთების აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ, შედარებით ტენიან კალთებზე, გობის და ალაშანის ქვიშიანი უდაბნოებისათვის დამახასიათებელია საქსაულის, ყარღანის და ჯუზღუნის რაყები. ფართოდ არის გავრცელებული გობის ფოთოლეკალა, რომლის თესლისგასაც ადგილობრივი მოსახლეობა ფქვილს ამზადებს მშრალი კალაპოტების გასწვრივ ხარობს უდაბნოს თელა, აგრეთვე იალღუნი.
ცხოველთა სამყარო უმთავრესად ცენტრალურ-აზიური ბინადრებითაა წარმოდგენილი: პრჟევალსკის ცხენი (თითქმის გადაშენებულია), გარეული აქლემი, გარეული სახედარი, ანტილოპას რამდენიმე სახეობა და სხვა. მთებში ბინადრობს რელიქტური გობის დათვი, ბევრია მღრღნელი.
ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთის მთიან-ქვაბულებიანი ოლქი
ეს რეგიონი მოიცავს აღმოსავლეთ ტიან-შანს, რომელიც დასავლეთ ტიან-შანთან (ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის ტერიტორია) ერთად ქმნის ერთ მთლიან მთიან ქვეყანას და ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მის მიმდებარე ჯუნგარიის და კაშგარის მაღალ ქვაბულებს. ტიან-შანი აგებულია პალეოზური ნაოჭა სტრუქტურებით, რომლებმაც პენეპლენიზაციის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ განიცადა აქტიური ნეოტექტონიკური ვერტიკალურ-დიფერენციალური რღვევითი ლოდა მოძრაობა ღა რელიეფის გაახალგაზრდავება. მთების ნეოტექტონიკური აზევების პარალელურად მის ჩრდილო და სამხრეთ მთისწინეთში ადგილი ჰქონდა დაძირვას და წარმოიშვა ქვაბულები, რომელთა ფარგლებშიც ძველ ნაოჭა სტრუქტურებს გადახურავს დიდი სისქის სხვადასხვა ასაკის დანალექი ქანების წყება ქვაბულების კიდეებმა ნეოტექტონიკურ მოძრაობათა შედეგად განიცადა აზევება რასთანაც დაკავშირებულია საძირკელის ამგები კრისტალური ქანების გაშიშელებით წარმოქმსილი ცალკეული ქედები.
ტიან-შანის რელიეფში ნათლალღლ არის გამოხატული სსვადასხვა სიმაღლეზე განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები. მთები შედგება სუბგანედური მიმართულების ურთიერთპარალელური მთაგრეხილებისაგან და მათი გამყოფი ღრმულებისაგან. მთაგრეხილებიდან ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა კრისტალური ქანებით აგებული მთავარი ქედების ორი ზონა, რომელიც მთიანი სისტემის თითქმის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული. თხემები მეტწილად მოსწორებულია, არ არის დამახასიათებელი მახვილი მწვერვალები. მხოლოდ ყველაზე მაღალი მასივების თხემურ ნაწილშია გამოხატული გამყინვარების გავლენითი ალპური რელიეფი. ტიან-შანის მთიანი სისტემა მაქსიმალურ სიმაღლეს (7439მ) აღწევს გამარჯვების პიკზე, რომელიც აღიმართება ჩინეთის და ყირგიზეთის საზღვარზე.
აღმოსავლეთ ტიან-შანის მთათაშუა ქვაბულები განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლეზე. ზოგი მათგანი 1000მ-ზე მაღლა მდებარეობს. ხოლო ყველაზე დაბალი – ტურფანის ღრმული ოკეანის დონიდან 154მ-ით დაბლაა და მსოფლიოში ყველაზე ღრმა მშრალ დეპრესიად ითვლება. ზოგიერთ ქვაბულში ჩამდგარია ტბა, სხვები მშრალია და უჭირაეს მლაშობებს.
ჯუნგარიის ქვაბული ოდითგანვე ასრულებდა შუა აზიის და ჩინეთის დამაკავშირებელი ჭიშკრის როლს. ქვაბულის ზედაპირი ბრტყელი და ბორცვიანია, დაფარულია ღორღით, და ქვიშით, რომელიც წარმოქმნილია კრისტალური და დანალექი ქანების ინტენსიური ფიზიკური გამოფიტეით.
კაშგარის, ანუ ტარიმის ქვაბული მეზობელი ზეგნებისაგან იზოლირებულია მთიანი ქედებით, ჩრდილოეთით – ტიან-შანის, სამხრეთით – ტიბეტის ჩრდილო პერიფერიული ქედებით, დასავლეთით ჰამირის მთიანეთით. კაშგარის ქვაბულის ცენტრალური ნაწილი უკავია ტაკლა-მაკანის უდაბნოს. ქვაბულის ყველაზე დაბალი (დაახლოებით 800მ) ნაწილი უკავია ლობორის ტბას. მისგან აღმოსავლეთით მდებარეობს ღორღიან-ქვიანი უდაბნო, რომელსაც აგრძელებს ბეიშანის უდაბნო ზეგანი. მისგან აღმოსავლეთით ალაშანის უდაბნოა.
ჰავა, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, მკვეთრად კონტინენტურია, ძლიერ მშრალი. ზოგან ნალექების წლიური ჯამი მხოლოდ ათეულობით მილიმეტრია (ტურფანის ღრმულში). ტიან-შანის კალთებზე (განსაკუთრებით ჩრდილო) ნალექები მატულობს 300მმ- მდე.
ტიან-შანის მთათაშუა ქვაბულებში და ტარიმის ღრმულში ზაფხული ძალიან ცხელია. ტურფანის ღრმული ჩინეთის ყველაზე ცხელი რაიონია (ივლისის საშუალო ტემპერატურა თითქმის პლუს 34°-ია), ჯუნგარიაში ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურა პლუს 20-23°-ია. დღე ცხელია, ღამე გრილა. ზამთარი ყინვიანია. ქვაბულებში ტემპერატურა მინუს 7-I6°-ია. მთების კალთებზე ყინვა 24° აღწევს. ქვაბულებში და დაბალმთიან ზონაში ზამთარი მცირე თოვლიანია, მხოლოდ მაღალმთიან ზონაში წარმოიქმნება თოვლის მნიშვნელოვანი საბურველი, რომელიც დიდ როლს ასრულებს მდინარეთა საზრდოობაში.
ჯუნგარიის ქვაბულის ჩრდილოეთი ნაწილის გამოკლებით რეგიონის მთელი ტერიტორია გაუმდინარია და მუდმივჩამონადენიან მდინარეებს მოკლებულია. გამონაკლისია მდინარეების საშუალო და მაღალმთიანი მონაკვეთი, სადღაც ისინი ნადნობი წყლით საზრდოობენ. ჩრდილოეთ ჯუნგარიის ტერიტორიას კვეთს მდინარე შავი ირტიში, რომელიც მონღოლეთის ალთაიდან გამოედინება, ერთვის ზაისანის ტბას (ყაზახისტანის ტერიტორიაზე) და სათავეს აძლევს ირტიშს. ყველაზე დიდი მდინარეა ტარიმი, რომელიც კვეთს კაშგარის ქვაბულის ქვემო ნაწილს. იგი სათავეებს იღებს ყარაყორუმის და ტიან-შანის მყინვარებიდან. ქვაბულის ფარგლებში არ გააჩნია ჩამოყალიბებული ხეობა, რის გამოც ხშირად იცვლის კალაპოტს (განიცდის ხეტიალს), მისი დინების გასწვრივ განლაგებულია ოაზისები, რომელთაგან ყველაზე დიდია იარკენდი. მდინარის წყალი თითქმის მთლიანად იხარჯება სარწყავად, დარჩენილი ქვიშებში იკარგება. მნიშენელოვანი მდინარეა ილი, რომელიც ჩამოედინება ტიან-შასის ჩრდილო კალთაზე, კვეთს ფართო მთათაშორის დეპრესიას, რომელიც უკავია კულჯინის უდიდეს ოაზისს, ჩაედინება ბალხაშის დახშულ ტბაში. ტიან-შანის მთისძირებში მდინარეთა გასწერივ განლაგებულია ბევრი ოაზისი. ჯუნგარიის და კაშგარის ცენტრალურ ნაწილში ტიან-შანიდან ჩამომდინარი მდინარეების უმეტესობა ქვიშებში იკარგება.
ტბების უმეტესობა გაუდინარია და ტექნიკური წარმოშობისაა. მათი რეჟიმი მთლიანად დამოკიდებულია მათში ჩამდინარე მდინარეებზე, ამიტომ თუ მდინარე იცვლის შესართავის მდებარეობას, მასთას ერთად გადაადგილდება ტბაც. „მოხეტიალე'” ტბების კლასიკური მაგალითია ლობსორი, რომელიც მდებარეობს კაშგარის აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით 780მ სიმაღლეზე. მისი მდებარეობა, ფართობი, მოხაზულობა და მარილიანობა ძლიერ ცვალებადია, რაც უმეტესად დამოკიდებულია მის მასაზრდოებელ ტარიმის და კონჩედარის მდინარეთა „ხეტიალზე“ და არარეგულარულ ჩამონადენზე. დროდადრო იგი იყოფა რამდენიმე ტბად, ზოგჯერ შრება და იფარება მარილის ქერქით, ტბა პირველად 1876 წელს გამოიკვლია მ. პრჟევალსკიმ.
ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთის უმეტესი ნაწილი უკავია ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს, სადაც მნიშვნელოვანი ფართობი ნიადაგ-მცენარეუულ საფარს მოკლებულია. ამ მხრივ გამონაკლისია ტიან-შანი, რომელიც შედარებით ნალექიანია და გამოირჩევა მდიდარი მცენარეულობით და მჭიდრო დასახლებით. მის ჩრდილო მთისძირების გასწვრიე (ჯუნგარიის ვაკე) ოაზისებს გაცილებით ფართო და უწყეეტი ზოლი უკავიათ, ვიდრე კაშგარის ვაკეზე. ქვიშიანი უდაბნოს მცენარეებიდან აღსანიშნავია საქსაული, იალღუნი, ცერცვეკალა, ეფედრა, აბზინდა, ჩანარი და სხვ.
აქაურ ცხოველთა სამყაროში ყველაზე მეტად შემორჩენილია ცენტრალურ-აზიური ბინადრები, განსაკუთრებით ჯუნგარიაში, სადაც დღემდე ბინადრობენ გარეული აქლემი, გარეული ცხენი (პრჟევალსკის) ვაკეებზე გავრცელებულია გარეული სახედარი, ანტილოპა, ჯეირანი, ჭალების ბარდებში (ჯუნგარიაში) – ვეფხვი. მთებში – გობის დათვი, აგრეთვე წითელი მგელი, ჯიქი, მარალი, გარეული ღორი, მთის თხა, მთის ცხვარი და სხვ. ფრინველებიდან მთის ზონაში გავრცელებულია როჭო, სოღო, გნოლი, ხოხობი და სხვ. მდინარეთა გაყოლებით ლერწმის ბარდებში ბინადრობენ იხეები, ბატები, გედები, წეროები, ყანჩა და სხვ. წყალსატევებში ბევრი სარეწაო თევზია.
ბუნებრივი რესურსები. ცენტრალური აზიის წიაღისეული რესურსები სრულად არ არის გამოკვლეული. ჩრდილოეთ მონღოლეთში აღმოჩენილია ქვანახშირის მნიშენელოვანი მარაგი (იგი უნდა წარმოადგენდეს სამხრეთ ციმბირის ქვანახშირის აუზის გენეტურ გაგრძელებას, ტამირის, ჯუნგარიის და ცაიღამის ქვაბულები შეიცავენ ნავთობს. მდიდარია ფოსფორიტებით, კალიუმის მარილით, აგრეთეე შავი და ფერადი ლითონებით (რკინის მადანი, კალა, ვოლფრამი, სპილემძი, ტყვია, თუთია). ტერიტორიის ძირითადი ნაწილი საძოვრებად არის გამოყენებული.