ტიბეტის მთიანეთი
ტიბეტის მთიანეთი – მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი მთიანეთი. მას უკავია ცენტრალური აზიის სამხრეთი ნაწილი. მისი სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი გასდევს ჰიმალაის ჩრდილოეთ მთისძირებს, ჩრდილოეთით ვრცელდება კუნლუნის სისტემაში შემავალი ქედების ჩრდილოეთ მთისძირებამდე, დასავლეთ მხარეზე ესაზღვრება პამირისა და ჰინდიყუშის მთები, აღმოსავლეთით ვრცელდება სინო-ტიბეტის მთების აღმოსავლეთ მთის ძირებამდე.
სარჩევი |
რელიეფი
ტიბეტის მთიანეთი ხასიათდება ძალიან რთული ტექტონიკური აგებულებით, თანაც ნათლად არის გამოხატული მისი ამგები სტრუქტურების ასაკობრივ-განედური ზონალურობა: ჩრდილოეთი ნაწილი შექმნილია უმეტესად პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურებით, შუა ნაწილი – მეზოზოური, ხოლო სამხრეთი – კაინოზოური ნაოჭა სტრუქტურებით. თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ნეოტექტონიკურმა ვერტიკალურ-დიფერენციალურმა მოძრაობამ. ჯერ კიდეე კაინოზოურში ახლანდელი ტიბეტის მთიანეთის ადგილას მოსწორებული ტერიტორია (პენეპლენი) იყო, რომელიც თითქმის ზღვის დოსეზე მდებარეობდა. ნეოტექტონიკური მოძრაობის შედეგად ტიბეტის ცოკოლი (პენეპლენი) აზევებულ იქნა 4000-4500მ-მდე, ხოლო მისი შემომფარგვლელი ქედები 6000-7000მ-მდე, რასაც შედეგად მოჰყვა ცენტრალურ აზიაში ჰავის გამშრალება და მკვეთრად არიდული ლანდშაფტის ჩამოყალიბება. ტიბეტის ზედაპირი აზევების აქტიურ თემას ინარჩუნებს თანამედროვე ეპოქაშიც, საუკუნეში ერთ მეტრზე მეტი სიჩქარით.
რეგიონის რელიეფის მეზო და მიკრო ფორმების ჩამოყალიბებაში მთავარი როლი შეასრულა ეგზოგენურმა პროცესებმა (ეროზია, ფიზიკური გამოფიტვა, დენუდაცია, ეოლური პროცესები და სხვ.) მნიშენელოვანი რელიეფწარმომქმნელი ფაქტორი იყო მეოთხეული (ძველი) გამყინვარება.
ტიბეტის მთიანეთი (უფრო სწორად ტიბეტის ზეგანი) შემოფარგლულია მსოფლიოში უმაღლესი მთიანი სისტემებით (სამხრეთიდან ჰიმალაის, ჩრდილოეთიდან კუნლუნის მთათა სისტემით, დასავლეთიდან – პამირის და ყარაყორუმის მთიანეთებით და აღმოსავლეთიდან სინო-ტიბეტის მთებით) რამაც განსაზლერა მისი ჰავის და მთლიანად ლანდშაფტების ძირითადი ნიშნები. ტიბეტის სამხრეთ კიდეზე აღმართული ქედთა სისტემა ცნობილია ტრანსჰიმალაის საერთო სახელწოდებით. ჰიმალაისაგან იგი გამოყოფილია ბრაჰმაპუტრას (ცანგპოს), სატლელჯისა და ინდის განიერი გასწვრივი ხეობებით. ყველაზე მაღალი ქედების მწვერვალები 7000 მ აღემატება, თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესებიდან ტრანსჰიმალაის ჩრდილო კალთებზე უმთავრესია ფიზიკური გამოფიტვა და დენუდაცია, ხოლო შედარებით ტენიან სამხრეთ კალთებზე – ეროზია. ტრანსჰიმალაის ფარგლებში (ბრაჰმაპუტრას ერთ-ერთი შენაკადის ხეობაში) მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დედაქალაქი (ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის) - ლხასა (3650მ).
რელიეფის და მთლიანად ლანდშაფტის ხასიათით არსებითად განსხვავებულია, ერთი მხრივ, ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტი (ჩანგტანი), ხოლო მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ტიბეტი (სიკანი) ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტის ზედაპირი გაცილებით უფრო სუსტად არის დანაწევრებული, საშუალოდ 4500-5000 მ- მდეა აზევებული. მის რელიეფში შერწყეულია მოგლუვებული ქედები და ტექტონიკური ქვაბულები, რომელთა ნაწილი ავსებულია ფხვიერი მასალით, ნაწილი კი გაუმდინარ ტბებს უკავია. აღმოსავლეთი ტიბეტის ზედაპირი ძლიერ არის დანაწევრებული ტექტონიკური და ეროზიული ხეობებით. ურთიერთპარალელური მაღალმთიანი ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია აზიის უდიდესი მდინარეების – იანძის, ხუანხეს და მეკონგის ხეობებით. აღმოსავლეთ ტიბეტის ჩრდილოეთი ნაწილი გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია სინო-ტიბეტის მთების სახელწოდებით, ხოლო იანძის ზემო დინებიდან სამხრეთით მას აგრძელებს იუნან-გუიჩჟოუს მთიანეთი.
ჰავა
ჰავა მაღალმთიანი მკაცრი და უმეტეს ნაწილში მკვეთრად კონტინენტურია. დიდი სიმაღლე და ოკეანეების გავლენისაგან მაღალმთიანი ქედებით იზოლირება განსაზღვრავს ჰავის ძლიერ სიმშრალეს და ატმოსფეროს გაიშვიათებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ტემპერატურების ძლიერ რყევადობას,. დაბალი ტემპერატურების საერთო ფონზე. ჰავის აღნიშნული ნიშნები ყველაზე უფრო ტიპიურია ცენტრალური, დასავლეთი და ჩრდილო ტიბეტისათვის, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 250 მმ არ აღემატება და იგი უმეტესად ზაფხულის თვეებში მოდის. ხშირად თოვლის სახით. თბილი პერიოდი ხანმოკლეა, რომლის დროსაც ხშირია წაყინვები. ზაფხულის თვეების საშუალო ტემპერატურა პლუს 10-16° ფარგლებშია, ამასთან დღისით ტემპერატურამ შეიძლება აიწიოს პლუს 30°-მდე, ღამით კი ხშირად ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა. ზამთარი ხანგრძლივი და ყინვიანია, საშუალოდ მინუს 35°-მდე. თოვლის მდგრადი საბურველი იშვიათი მოვლენაა, რის გამოც გრუნტი მნიშვნელოვან სიღრმემდე იყინება.
აღმოსავლეთ და სამხრეთი მიმართულებით ჰავა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის. მატულობს ნალექები და სითბო, რაც გამოწვეულია ხეობებით ინდოეთის ოკეანიდან მუსონის შემოჭრით (ზაფხულში) და უფრო სამხრეთული მდებარეობით, აგრეთვე შედარებით ნაკლები სიმაღლით. სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით ნალექების რაოდენობა 500-1000 მმ-მდე მატულობს. ზაფხული გრილი და თბილია (პლუეს 16-17°). ზამთარი ზომიერად ყინვიანია, ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა დაახლოებით ნულია.
ზედაპირული ჩამონადენის ხასიათი
ზედაპირული ჩამონადენის ხასიათი ნათლად ასახავს ჰავისა და რელიეფის ნაირგვარობას, მეოთხეულში პერიფერიული მთაგრეხილების აზევების შედეგად დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ტიბეტმა განიცადა ჰავის მკვეთრი გამშრალება და წარმოიქმნა შიგა ჩამონადენის ცალკეული აუზები, რომლებიც მუდმივ ჩამონადენიან მდინარეებს მეტწილად მოკლებულია. შედარებით ტენიანი სამხრეთი და აღმოსავლეთი რეგიონები გამოირჩევა განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელით, რომელიც მიეკუთენება წყნარი და ინდოეთის ოკეანეთა აუზებს მის ფარგლებში ხედება აზიის უდიდეს მდინარეთა (იანძის, ბრაჰმაპუტრას, ხუანხეს, მეკონგის, ინდის) ზემო აუზები.
ტიბეტის მთიანეთში ბევრი ნარჩენი ტბაა, რომლებიც სათავეს აძლევეს პატარა მდინარეებს. მათი უმეტესობა მლაშეა და ხასიათდება დონეების ძლიერი სეზონური რყევადობით. ბევრი მათგანი დამშრალა და გადაქცეულა მლაშობ ჭაობებად. ყველაზე დიდი ტბებიდან აღსანიშნავია მაღალმთიანი (4500 მ) ტბები სილინგ-ცო, ნამ-ცო) და სხვ. ტბებში სხვადასხვა მარილების მნიშვნელოვანი მარაგია,
ჰავის სიმშრალესთან დაკავშირებით მუდმივი თოვლის საზღვარი ძალიან მაღლა გადის, განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ტიბეტში (5000-6000 მ), ამ მხრივ იგი მხოლოღ ცენტრალურ ანდებს ჩამორჩება მიუხედავად ამისა, ტიბეტში თანამედროვე გამყინვარებას მნიშვნელოვანი ფართობი უკავია) განსაკუთრებით დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში, რაც გამო- წვეულია მისი ზედაპირის განსაკუთრებული ჰიბსომეტრიული განვითარებით და სამხრეთ ნაწილში ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობით.
მაღალმთის სტეპებისა და უდაბნოთა ერთგვაროვასი ლანდშაფტის ფონზე ხშირი მყინვარები, თოვლნარები და ტბები ქმნიან მკვეთრად გამორჩეულ თეთრ და ლურჯ ლაქებს. ლასდშაფტურად არსებითად განსხვავებულია ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტი და, მეორე მხრივ, აღმოსავლეთი და სამხრეთი ტიბეტი. ცენტრალური და დასავლეთი ტიბეტი უმეტესად უკავია მაღალი მთის ცივი უდაბნოს ლანდშაფტს, მრავალწლიანი მზრალობის ფართო განვითარებით და ქვათა ნაყარებით. თანამედროვე გეოთმორფოლოგიური პროცესებიდან მთავარია ყინვითი გამოფიტვა.
მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო
მცნარეულობა ძლიერ მეჩხერია, უმეტესად ბალიშა ფორმის და მიწაზე გართხმული (ტიბეტური ისლი – კობრეზია, კერინჩხი და სხვ), მხოლოდ მდინარეთა ხეობებში შეხვდებით ბუჩქნარებს, ტერიტორია ძლიერ მეჩხრად არის დასახლებული. მოსახლეობის საქმიანობის მთავარი სახეა საძოვრული მეცხოველეობა, აშენებენ იაკს, ცხვარს და თხას. ცენტრალურ და დასავლეთ ტიბეტში ბუნებრივი ლანდშაფტის სიმაღლებრივი ცვლა (ზონალურობა) არსებითად გამოხატული არ არის. მაღალმთის ცივ უდაბნოს ცვლის მუდმივი თოვლისა და ყინულების (ნივალური) ზონა.
ბევრად უფრო მრავალფეროვანია აღმოსავლეთი და სამხრეთი ტიბეტის ლანდშაფტები, სადაც ნათლად არის გამოხატული ველური ბუნების ცვლა სიმაღლის მიხედეით. ქვაბულებში სტეპური ლანდშაფტია გავრცელებული, დაბალი ღა საშუალო მთიანი ზონები ტყეებს (ფართოფოთლოვან, შერეულ და წიწვოვან) უკავია, რომელშიც დიდ როლს ასრულებს ჰიმალაური და სამხრეთ ჩინური სახეობები –მარადმწვანე მუხები, მაგნოლია, ცუგა და სხვ. მაღალმთიანი სარტყელი უკავია სუბალპური ტყე- მდელო-ბუჩქნარის და ალპურ მდელოთა ლანდმაფტებს. მთიანეთის ეს ნაწილი შედარებით მჭიდროდ არის დასახლებული და სამეურნეო საქმიანობაც უფრო მრავალსახოვანია (სარწყავი და ურწყავი მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ხე-ტყის მეურნეობა და სხვ).
სამხრეთ ტიბეტში ტენის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია სითბოს მატება. იგი ხასიათდება ხშირი ეროზიული დანაწევრებით. აქედან იღებენ სათავეს სამხრეთ აზიის ყველაზე დიდი მდინარეები – ინდი სატლეჯით და ბრაჰმაპუტრა (ცანგპო). ბრაჰმაპუტრა მსოფლიოს ყველაზე მაღალმთიანი დიდი მდინარეა. ტერიტორია შედარებით დაბალმთიანია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (დასავლეთი) უკავია მთის ნაირბალახოვან-მარცვლოვან სტეპებს. ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი – ტყის ლანდშაფტს (ალვის ხე, ტირიფი, იალღუნი, ქაცვი და სხვა). ცხოველთა სამყარო მდიდარია და შედგება მეზობელი რეგიონებისათვის (ჰიმალაი, ირანის მთიანეთი, მთიანი ჩინეთი) დამახასიათებელი ბინადრებისაგან – ჯიქი, ჰიმალაის შავი დათვი, ანტილოპას სხვადასხა სახეობა და სხვა. ასევე მდიდარია ფრინველთა ფაუნა, მდინარეებში სარეწაო მნიშენელობის თევზია.: სამხრეთ ტიბეტის ხეობები, ქვაბულები და დაბალმთიანი ზონა მჭიდროდ არის დასახლებული, განსაკუთრებით ბრაჰმაპუტრას ხეობა, რომელიც წარმოადგენ, ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის (ჩინეთი) მთავარ განსახლების და სამეურნეო რაიონს. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები (ძირითაღაღ ქერი და ხორბალი), ბაღჩეული, ხეხილი და სხვა.
ბუნებრივი რესურსები
ტიბეტის ბუნებრივი რესურსებიდან მთავარია ბუნებრივი საძოვრები, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყლისა და ხე-ტყის რესურსები.