ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხვარი – (ლათ. Ovis), წვრილფეხა რქოსანი, მცოხნელი ცხოველი.

ცხვრის სიგრძე 1,4-დან 1,8 მ-მდე აღწევს, ხოლო სიგრძე 7-დან 15 სმ-მდე. წონა 65-დან 125 სმ-მდეა, წონა 20-დან 200 კგ-მდეა. ცხვრის მატყლის ფერი მერყეობს თეთრიდან მუქ-ყავისფრამდე, გვხვდება შავი ფერის ბეწვიც. რქები ორივე სქესის ცხვარს აქვს, თუმცა დედალ ცხვარს გაცილებით მცირე. ცხვრების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-12 წელია.

ველური ცხვარი გვხვდება დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე დასავლეთ ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპაში ისინი ცხოვრობდნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ბინადრობენ გაშლილ ადგილებში. საქართველოში ცხვარი უხაოვარი დროიდან გვხვდება. უძველესი ქართული აბორიგენული ჯიშებია თუშური და იმერული ცხვარი.

ცხვარი ხალხურ ლექსებსა და ზღაპრებში ეკონომიური ძლიერების წყაროდაა მიჩნეული, უძველეს მითიურ წარმოდგენებში კი – ნაყოფიერების სიმბოლოდ.


ლიტერატურა

ვ. კოტეტიშვილი, ზალხური პოეზია, 1934.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები