თუშური ცხვარი
თუშური ცხვარი - საქართველოს უძველესი აბორიგენული ჯიშია. შედარებით პატარა ტანისაა, მაგრამ მეტად ლამაზი. იგი კომბინირებული-მეხორცულ-სამატყლე-მერძეული მიმართულებისაა. ყველა სახის პროდუქციას იძლევა მცირე რაოდენობით, მაგრამ-ნაკლები დანახარჯებით.
ვერძის ცოცხალი მასაა 55-60 კგ-ია, ნერბისა-38-42 კგ. იგი ქართველების მიერ გამოყვანილია ხალხური სელექციით, მისი მოვლა-შენახვის მომთაბარული სისტემის რთული პირობების დაძლევის გათვალისწინებით. წლის მანძილზე მისი ძირითადი საკვები ბაზა ერთმანეთისგან დიდი მანძილით დაშორებული ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებია. თუშური ცხვარი ამ საძოვრებს შორის დიდ მანძილს წელიწადში ორჯერ წარმატებით ფარავს და კარგადაც იტანს მთაბარობის მკაცრ პირობებს. ამასთან, იგი კარგად იყენებს საქართველოში არსებულ მაღალმთიან (3000-3200 მეტრი ზღვის დონიდან) კლდიდან და დაბალი ზონის საძოვრებს.
თუშური ცხვარი ჩვენი უძველესი აბორიგენული ჯიშია. იგი უხეშმატყლიანია, თუმცა გვხვდებიან ნახევრად უხეშმატყლიანი ტიპებიც. მატყლში ჭარბობს გარდამავალი ბოჭკოები,რომელიც სინაზით თივთიკს უახლოვდება. უხესი ბოჭკოები შედარებით ნაზია, მშრალი და მკვდარი ბოჭკოები, რომელიც სინაზით თივთიკს უახლოვდება. უხეში შედარებით ნაზია, მშრალი და მკვდარი ბოჭკოები, როგორც წესი, არ აღინიშნება. ყველა ეს თვისება თუშური ცხვრის მატყლს ახლოს აყენებს ნახევრად უხეშთან. მატყლი თეთრი ფერისაა, ხასიათდება ჭაღისებრი ბზინვარებით, ემორჩილება ყოველგვარ შეღებვას და, ძირითადად, გამოიყენაბა მაღალხარისხოვანი ხალიჩების დასამზადებლად.
თუშურ ცხვარს მეტად გემრიელი ხორცი აქვს, მისი რძისგან კი, რომლის ცხიმიანობაც 6-8%-ია, ხოლო ცილის შემცვლელობა 5,6-5,7%, მზადდება მაღალხარისხოვანი, ეგრედ წოდებული თუშური „გუდის ყველი“.
თუშური ცხვარი ამტანია, გამძლეა, ხასიათდება მკვრიცხლი ტემპერამენტით ნაკლებმომთოვნია საკვებზერ, რომლის უდიდეს ნაწილსაც (80%-ზე მეტს) ბუნებრივ პირობებში მოიპოვებს (10-12 სანტიმეტრი თოვლის საფარს ფეხით ქექავს და ისე პოულობს საკვებს). ყველა ამ თვისების გამო ეს ჯიSი გაყავთ სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ჯიშის ცხვრების გასაუმჯობესებლად და ხორცად მოხმარებისათვის.