ნეფთისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 7 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეფთისი – (ეგვ.) ქალღმერთი, გებისა და ნუთის ასული, ოსირისისა და ისისის და. დამოუკიდებელი როლი თითქმის არა აქვს, მხოლოდ ისისთან ერთად მონაწილეობს ოსირისის მითოსში, სახელდობრ, მკვდარი ოსირისის ძებნაში, პოვნასა და დატირებაში. თუ ისისი, როგორც ოსირისის მეუღლე, თავგანწირული მეუღლის და, საზოგადოდ, მეუღლეობის განსახიერებაა, ნეფთისი, როგორც მოყვარული და, და-ძმური სიყვარულის მატარებელია. თუმცა იგი სეთის ცოლად ითვლება, მაგრამ მასზე ნაკლებად არის დამოკიდებული. პირამიდების ტექსტებში ნეფთისი ღამეული ნავით მოგზაურობს (ისისი კი დღის ნავში ზის).