პამირი
პამირი – აზიის და მთლიანაღ პლანეტის ერთ-ერთი უმაღლესი მთიანი სისტემაა, (უმაღლესი მწვერვალია კონგური 7720), რისთვისაც მას „მსოფლიოს სახურავს“ უწოდებენ. უკავია შუა აზიის მთიანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, ტიან-შანის მთიანი რეგიონისაგან გამოყოფილია ალაის ხეობით. პამირის უმეტესი ნაწილი ტაჯიკეთის ფარგლებშია, სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილი ავღანეთს და ჩინეთს ეკუთენის. მდებარეობს სუბტროპიკულ სარტყელში.
ალპური ოროგენეზისის ეპოქაში დასრულდა პამირის ტექტონიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელშიც გამოიყოფა ოთხი განედური მორფოლოგიური ზონა: ჩრდილო პერიფერიაზე მდებარეობს მთისწინა ღრმული – ალაის ხეობა, მისგან სამხრეთით წარმოქმნილია ანტიკლინორიუმი, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოფარგლულია დიდი სიღრმის რღვევებით. აგებულია ძველი კრისტალური ქანებით და პალეოზოური დანალექი წყებებით. მოიცაეს პეტრე პირველის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს, დარვაზის ქედს და ტბა ყარაყულის ქვაბულს. მესამე ზონას ქმნის ცენტრალური პამირი, რომელიც ტექტონიკურად შეესატყვისება სინკლინორიუმს, რაც ავსებულია პალეოზოური და მეზოზოური წყებებით. მეოთხე ზონა წარმოადგენს სამხრეთი პამირის რთული გეოლოგიური აგებულების ანტიციკლინორიუმს, რომელიც აგებულია არქეული და პროტეროზოული ქანებით. ბოლო სამმა ზონამ ნეოტექტონიკურ ეტაპზე განიცადა 6000-7000 მ მეტი ამპლიტუდის თაღური აზევება. ხოლო მთისწინა ღრმულებმა – დასავლეთ ნაწილში დაძირვა, აღმოსავლეთში (ალაის ხეობა) 2000-3000 მ ამპლიტუდის აზევება.
ლანდშაფტის ცალკეული კომპონენტების ხასიათით პამირის ფარგლებში მკაფიოდ გამოიყოფა აღმოსავლეთ პამირის მთიანეთი და დასავლეთი პამირი (მთიანი ბადახშანი).
აღმოსავლეთ პამირის მთიანეთი
აღმოსავლეთ პამირის მთიანეთის უმეტესი ნაწილი უკავია 3500-4500 მ-მდე აზევებულ ბრტყელფსკერიან ფართო ხეობებსა და ქვაბულებს, რომლებიდანაც აღმართულია მოგლუვებული, დამრეცკალთებიანი ქედები 6000 მ-მდე სიმალლის ბრტყელთხემიანი მწვერვალებით. მთიანეთის ზედაპირი ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა ეროზიული და ტექტონიკურ-ეროზიული ხეობებით.
აღმოსავლეთ პამირის ჰავა ძლიერ მკაცრი და მშრალია, ხანგრძლივი მცირეთოვლიანი ყინვიანი ზამთრით და ხანმოკლე გრილი და ცივი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა 3600 მ-ზე შეადგენს მინუს 17- 18°, აბსოლუტური მინიმუმი თითქმის 50°-ის ტოლია. ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 13-ს არ აღემატება, ნიადაგის ტემპერატურის დღეღამური რყევა ხშირად 60° აღწევს.
ნალექების რაოდენობა მეტი წილი ხეობების და ქვაბულების ფსკერზე 100 მმ არ აღემატება.
მდინარეთა ქსელი მეჩხერი და მცირეწყლიანია. უმეტესი ნაწილი განეკუთვნება ამუდარიის აუზს, მცირე ნაწილი – ტარიმის ღრმულს.
ნივალურ სარტყელში თანამედროვე გამყინვარების მნიშენელოვანი ფართობი (თუმცა გაცილებით ნაკლები მასშტაბის, ვიდრე დასავლეთ პამირში) მეტყველებს სიმაღლით ნალექების მომატებაზე.
აღმოსავლეთ პამირზე გაბატონებულია მაღალმთიანი უდაბნოს ლანდშაფტი, ორგანული სამყაროს ცენტრალურ-აზიური (ტიბეტური) ელემენტებით. ცხოველებიდან განსაკუთრებით გამოიყენება იაკი, რომელიც ყველაზე მეტად იტანს პამირის ძლიერ მკაცრ ბუნებას.
დასავლეთი პამირი
დასავლეთი პამირი (მთიანი ბაღახშანი) გამოირჩევა ძლიერ დანაწევრებული მაღალმთიანი რელიეფით, შედარებით თბილი და რბილი ჰავით (ხეობებში), ნალექების მეტი რაოდენობით და ამასთან მეტი ტყიანობით.
თითქმის განედური მიმართულების ციცაბოკალთებიანი, მაღალმთიანი კლდოვანი ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ღრმა ხეობებით (ალაგ-ალაგ 2000-3000 მ-მდე სიღრმის). რეგიონი მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დარვაზის და ვანჩის განედური ქედების და პეტრე პირველის მერიდიანული ქედის შესაყარზე წარმოქმნილია მაღალმთიანი კვანძი თანამედროვე გამყინვარების მძლავრი ცენტრით. აქ აღიმართება უმაღლესი ისმაილ სამანის პიკი (7495 მ). ქედები და ცალკეული მწვერვალები ხასიათდებიან ალპური რელიეფით.
ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით იცვლება იანვარში მინუს 7°-დან მინუს 20°-მდე, ივლისში – პლუს 22°-დან პლუს 3°-მდე. საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალმთიან ზონაში თითქმის ნულ გრადუსამდე ეცემა, ხეობებში კი პლუს 15° შეადგენს. ტემპერატურის მაქსიმუმი 40° აღემატება. ნალექების წლიური რაოდენობა შიდა ქვაბულებში და ქარზურგა კალთებზე 260 მმ არ აღემატება, ქ. ხოროგის (მთიანი ბადაღშანის ცენტრი) მიდამოებში წლიურად მოდის მხოლოღ I83 მმ, ხოლო ქედების (დარვაზის, პეტრე პირველის, მეცნიერებათა აკადემიის და სხვ.) სამხრეთ და დასავლეთ კალთებზე ნალექების რაოდენობა 2000 მმ-მდე მატულობს.
ნალექების რაოდენობასთან დაკავშირებით ზედაპირული ჩამონადენის წარმოქმნაში პირობები ტერიტორიულად მნიშვნელოვან ფარგლებში იცვლება. მდინარეები განეკუთენება ამუდარიის აუზს. მძლავრი მყინვარებიდან გამოედინებიან მრავალრიცხოვანი, უხვწყლიანი მთის ბობოქარი მდინარეები, რომელთაგან ყველაზე დიდია პიანჯი და ვახში მრავალი შენაკადით. საზრდოობის მთავარი წყარო ნადნობი წყალია, რის გამოც მაქსიმალური ჩამონადენი ზაფხულშია, მინიმალური – ზამთარში. ხშირია მცირე სიდიდის მყინვარული წარმოშობის ტბები.
დასავლეთი პამირი თანამედროვე გამყინვარების მძლავრი ცენტრია. უდიდესია მყინვარი ფედჩენკო (სიგრძე 71 კმ-ზე მეტი), რომლის სისტემაში 127-მდე მყინვარია.
ნალექების უთანაბრო განაწილება განსაზღვრავს ნიადაგ- მცენარეული საფარის და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების ნაირგვარობას, სიმაღლითი ზონების სხვადასხვა ტიპის სპექტრით. შიდა ქარზურგა კალთებზე სპექტრი არიდული ხასიათისაა, 3000- 3700 მ-მდე გავრცელებულია უდაბნოს ლანდშაფტი, შემდგომ (4000-მდე) – მთის სტეპები, რომელსაც ცვლის ალპური მდელოები.
უფრო ტენიან ქარპირა კალთებზე საშუალო მთიანი სარტყელი უკაევია ტყე-ბუჩქნარების ზონას, სადაც მთავარი ტყე- შემქმნელი ჯიშებია ნეკერჩხალი და ჩვეულებრივი კაკალი (2800 მ- მდე), მას ცვლის სუბალპური მაღალტანიანი მდელოები (3500 მ- მდე) და ალპური მდელოები.
დასავლეთ პამირის ცსოველთა სამყარო აღმოსავლეთ პამირისაგან განსხვავებულია. მხოლოდ მის ფარგლებში ბინადრობენ გარეული ღორი, ტყის ძილგუდა, ტყის თაგვი, ჩლიქოსნებიდან – გარეული თხა, მტაცებლებიდან – მურა დათვი, მგელი, მელა, ფრინველებიდან – გუგული, გვრიტი, თავწითელა მთიულა და სხვა.