სარასვატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:13, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარასვატი – (ინდ.) წყლის ღვთაება, ამავე სახელწოდების წმინდა მდინარის განსახიერება; ასევე ქალღმერთი სიბრძნისა და მჭევრმეტყველებისა. მან თავისი სილამაზით მოხიბლა სომას მცველი განდჰარვები და გამოსტყუა მათ ეს სასმელი. განდჰარვებმა მოინდომეს სომას სანაცვლოდ სარასვატის თავისთან დატოვება, მაგრამ მშვენიერი და ბრძენი ქალღმერთი ხელიდან დაუსხლტა მათ.