სომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომა(ინდ.) „ნაწური“, ღმერთების სასმელი, რომელიც ციდან ინდრას ფრინველმა არწივმა ჩამოიტანა. თავად ინდრა ბავშვობისას დედის რძის ნაცვლად სომათი იკვებებოდა. სომასთვის თასი ღვთაებრივმა ხელოვანმა თავად ტვაშტარმა გამოჭედა. ერთხანს სომა განდჰარვების ხელში იყო, ისინი დარაჯობდნენ მას, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. წარმოშობით ინდური სიტყვა სომა იგივეა, რაც ირანული ჰაომა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები