აეშმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:55, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეშმა, აეშმა – (ირან.) „მძვინვარება“, „სიშმაგე“ (ეს სიტყვა „ეშმადან“ მოდის), ირანულ მითოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი დევი ეშმა-დაევა, რომელიც თავდაპირველად მკვიდრ და მშვიდობიან მოსახლეობაზე თარეშისა და აწიოკების განსახიერება იყო. როგორც ცოდვილი ფიქრებისა და თავაშვებულობის მატარებელი, მორჩილებისა და თვინიერების სულს სრაოშას უპირისპირდება.