შერი და ხური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 10 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შერი და ხური(ხეთ.) ღვთაებრივი ხარები, ჭექა-ქუხილისა და ტაროსის ღმერთის, თეშუბის, მცველები, რომლებიც მის ეტლში არიან შებმულნი. მათი საძოვრები დანგრეული ქალაქების უკაცრიელი ადგილებია. ღმერთის რისხვის შიშით ვერავინ ბედავს ამ გაპარტახებული ადგილების კვლავ დასახლებას და ქალაქად ქცევას. ტაროსის ღმერთის რისხვა კი, გასაგებია, რას გამოიწვევს. ყველა გაურბის ხარების წყენინებასაც – მათთვის საძოვრების წართმევას, ისინი ხომ მლოცველებს ტაროსის ღმერთთან შუამდგომლობენ. ამაზეა დამოკიდებული უხვი მოსავალი.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები