ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე მეორის ძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ბატონიშვილი

ალექსანდრე ბატონიშვილიბაგრატიონი, (1770–1844), ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ერეკლე II-ის ძე. 17–18 წლიდან მონაწილეობდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში, მეთაურობდა ჯარებს.

1795 წლის ივნისში ერეკლემ ქართული ლაშქრით გაგზავნა ყარაბაღისა და ერევნის სახანოების დასახმარებლად, რომლებსაც აღა-მაჰმად-ხანი ემუქრებოდა; ქართველებმა და ყარაბაღელებმა ირანელთა მოწინავე რაზმი ამოჟლიტეს ასქერანთან.

ალექსანდრე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, მაგრამ არ დაეთანხმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და ეროვნული წინააღმდეგობის ლიდერი გახდა. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ლეკებთან ერთად და რუსეთ-ირანის ომებში (1804–13, 1826-28), ხელმძღვანელობდა 1812 წლის კახეთის აჯანყებას და სხვა. ქართული ოპოზიცია ალექსანდრეს კანდიდატურას მოიაზრებდა ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფო ტახტებზე. მიზანს ვერ მიაღწია, გარდაიცვალა და დაკრძალულია თეირანში.



იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ბატონიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები