სუფოზიური მღვიმეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:37, 9 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუფოზიური მღვიმეები ჩნდება მიწისქვეშა ეროზიის ანუ სუფოზიის შედეგად, რასაც ხელს უწყობს მღრღნელ ცხოველთა სოროების არსებობა და თიხნარი მასალა. თიხის ნაწილაკების ჩარეცხვა, რასაც ხშირად თან სდევს თიხაში გარეული თაბაშირისა და სხვა მარილების გახსნა, ქმნის პატარა ჭებს, ბუნებრივ ხიდებს, სუბჰორიზონტალურ გვირაბებს და სხვა მიკრორელიეფურ ფორმებს. მათი ნახვა შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რეგიონში, როგორიცაა, მაგალითად, მდ. ალგეთის ქვემო წელის ტერასები, კვერნაქის სერი შიდა ქართლში, სოფ. ბოდბეს შემოგარენი (ქიზიყში) და ა. შ.