ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 24 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Amisulashvili.PNG

ამისულაშვილი შალვა ზაქარიას ძე (15 აპრილი, 1915 – 27 მაისი, 1981) – მგოსანი-ლირიკოსი, ორდენოსანი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თელავში, ხელოსნის ოჯახში. დაამთავრა ადგილობრივი დაწყებითი სკოლა, თბილისის საშუალო სასწავლებელი; 1934 წლიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ერთი წლის სწავლის შემდეგ – შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1940); იმავე წლიდან, სამხედრო სამსახურში გაწვეულმა, როგორც რიგითმა ჯარისკაცმა, მონაწილეობა მიიღო რუსეთის, უკრაინის, ბესარაბიის, რუმინეთის, ჩეხო-სლოვაკეთის, უნგრეთისა და ავსტრიის ფრონტებზე ბრძოლებში. 1945 წელს სამშობლოში დაბრუნდა და გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებას“ რედაქციაში მუშაობას შეუდგა.

ლექსების წერა 1933 წელს დაიწყო. ლექსი პირველად „ახალგაზრდა მწერალში“ გამოაქვეყნა. იბეჭდებოდა „ჩვენ თაობაში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, „მნათობში“, „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ და სხვ. 1938 წელს გამოცემულ „ახალგაზრდა მწერლების კრებულში“ გამოქვეყნებული ლექსებით ყურადღება მიიპყრო, როგორც თავისებური განცდის, შემოქმედებისა და სტილის პოეტმა. მისი შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: ბ. ჟღენტმა, ლ. ასათიანმა, ლ. ქიაჩელმა, ე. ასტვაცატურმა, დ. ბენაშვილმა, შ. აფხაიძემ და სხვ.

იმავე წელს, საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობამ, ლ. ავალიანთან და ს. ისიანთან ერთად, მოსკოვში ახალგაზრდა მწერლების საკავშირო კონფერენციაზე მონაწილეობისათვის მიავლინა.

დაჯილდოებულია სამამულო ომის ორდენით და გერმანიაზე გამარჯვების მედლით.

ცალკე გამოცემულია

1. ლექსები. – თბ.: ფედერაცია, 1940. – 63 გვ.;
2. თალარი: [ლექსთა კრებული, გ. ფირცხალავას რედაქციით]. – თბ., 1947. – 86 გვ.;
3. ყამირის ყვავილები. – თბ.: საბლიტგამი, 1950. – 68 გვ.;
4. დარიალიდან ყარაყუმამდე: ლექსები. – თბ.: საბჭოთა მწერალი, 1952. – 110 გვ.

ბიბლიოგრაფია

1. შამათავა, დ. // თალარი. – 1947; მნათობი. – 1948. – № 2. – გვ. 183-185;
2. ჩიქოვანი, ს. მოხსენება // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1948. – № 20;
3. ჯიბუტი, ვლ. კრიტიკა და ბიბლიოგრაფია „ყამირის ყვავილები” // ახ. კომუნისტი. – 1951. – № 55;
4. ვარდოსანიძე, გ. ლექსები მწყემსთა ყოფაზე // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1952. – № 1.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ავტობიოგრაფია;
2. ბენაშვილი, დ. ლიტერატურული ახალგაზრდობა // ლიტერატურული საქართველო. – 1938. – № 20
3. შ. ამისულაშვილის შემოქმედებითი საღამო // ლიტერატურული საქართველო. – 1940. – 20 ივლისი. – № 20/143
4. ლიტერატურა და ხელოვნება. – 1947. – № 39. – გვ. 4.

იხილე აგრეთვე

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები