აბაშიძე დიულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:18, 30 ივნისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიულა ვაჟას ძე აბაშიძე – (დ. 28 აგვისტო 1941 — გ. 2004), ქართველი გენერალ-მაიორი (15.03.1993).

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის No112 საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა ბაქოს უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი 1962 წელს და ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1975 წელს ქალაქ მოსკოვში.

მსახურობდა საბჭოთა არმიაში სხვადასხვა საშტაბო და სამეთაურო თანამდებობებზე უნგრეთში, ბელარუსში და შუა აზიის სამხედრო ოლქში, მეთაურობდა სამხედრო ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ტაშკენტის აღდგენაში მიწისძვრის შემდეგ.

1975-1979 წლებში მსახურობდა პოლკის მეთაურის მოადგილედ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, ხოლო 1979-1981 წლებში მივლინებულ იქნა ავღანეთში, ავღანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მრჩევლად.

1981-1986 წლებში მსახურობდა დივიზიის მეთაურის მოადგილედ შუა აზიის სამხედრო ოლქში.

1986-1991 წლებში მსახურობდა კორპუსის სარდლის მოადგილედ ოდესის სამხედრო ოლქში. ყირიმში პოლკოვნიკმა დიულა აბაშიძემ ჩამოაყალიბა საქართველოს სათვისტომო, იყო მისი გამგეობის პირველი პრეზიდენტი.

1991-1992 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო 1992 წლიდან – თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს უფროსად.

აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ სამხედრო მოქმედებებში. იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.

1992 წლიდან იყო სამშვიდობო ძალების სარდალი ცხინვალის რეგიონში, ხოლო 1994 წლიდან სამეგრელოს რეგიონში.

1997 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა გენერლის თანამდებობაზე.

1998 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს პირად შემადგენლობასთან აღმზრდელობითი მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსად. დაჯილდოებულია ,,წითელი ვარსკვლავის“ ორდენითა და მედლებით, აგრეთვე ავღანეთის ორდენით.

გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები