ტერმინალიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:58, 17 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტერმინალიები – (რომ.) ტერმინუსის პატივსადები ზეიმი, რომელიც რომაული კალენდრის ბოლო დღეს, 28 თებერვალს იმართებოდა. გადმოცემათა თანახმად, ტერმინუსის კულტი და მისი პატივსადები ზეიმი, სახელწოდებით ტერმინალიები“, ნუმა პომპილიუსს დაუწესებია.
რომში, კაპიტოლიუმის ბორცვზე აღმართულ იუპიტერის ტაძარში, ინახებოდა ქვა, რომელიც ტერმინუსს განასახიერებდა. სამიჯნო ნიშნებთან (ოთხწახნაგიანი ქვის პრიზმა, რომელიც ზოგჯერ ადამიანის თავის გამოსახულებით ბოლოვდებოდა) ხშირად იკრიბებოდნენ ახლომდებარე ქალაქთა მკვიდრნი და სამსხვერპლო წესისგების აღსრულების შემდეგ ილხენდნენ. სამიჯნო ნიშანთა წაბილწვა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა.