დჰარმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 6 სექტემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დჰარმა - ცენტრალური ცნება ინდურ რელიგიებში, ინდუსთა ეთიკის ამოსავალი წერტილი. დჰარმა არის სამართლიანობის პრინციპი და შესაბამისად: მისი წესი, კანონი, ადათი, მოვალეობა, ზნე და ჩვეულება დჰარმად იწოდება, რაც ნიშნავს აგრეთვე უმაღლეს ჭეშმარიტებას.

მაჰაბჰარატა“ გვამცნობს ისტორიულ, ძვ.წ. XIX საუკუნეების, ამბავს - ძალაუფლებისათვის ბრძოლას ბჰარატთა გვარის ორ შტოს - პანდავებსა და კაურავებს, ე.ი. პანდუსა და კურუს შთამომავლებს შორის. ეს იყო სასტიკი ომი, რასაც აურაცხელი მსხვერპლი მოჰყვა. სისხლმა დააფიქრა საზოგადოება და გააღვივა მშვიდობისა და სათნოების იმპულსი; შერიგების, პატიების, შეწყალების, საღმრთო ვალის (დჰარმის) შეგნება.

კურუს ველი - კურუქშეტრა, სადაც გაიმართა ზემოხსენებული ბრძოლა, გააზრებულია დჰარმის, ე.ი. ღირსების, მოვალეობისა და კანონის ველად. სარდალ არჯუნას ანუ, თარგმანებით, - „ნათელს“, „დილის რიჟრაჟს“, აღარ სურს ომი, რადგან მოწინააღმდეგეთა ბანაკში თვის სისხლსა და ხორცს ხედავს: ბიძაშვილებს, მეგობრებსა და მასწავლებლებს. მეეტლე კრიშნა ანუ „შავი“, რომელიც ღვთაება ვიშნუს ინკარნაცია ე.ი. ღმერთია ხორცშესხმული, ამცნობს მას საღმრთო ველის - დჰარმის - აღსრულების აუცილებლობას. ომი გარდაუვალია, რადგან პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ყველა საშუალება ამოიწურა: კაურავების ჯიუტობას და თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. ამის გამო ღმერთი თვალშეუდგამი კანონიერების საფუძველზე აღნიშნულ შემთხვევაში აკურთხებს ძალის დემონსტრაციას და კაცთმოყვარეობის მოტივით ხმალდაშვებული რაინდიც კვლავ აღიგზნება, აღიჭურვება და გაირჯება დიახაც რომ ერისა და მოყვასის საკეთილდღეოდ, ბოროტების დათრგუნვისა და სიკეთის ძლევამოსილებისათვის, ურჩთა მოთვინიერებისა და დაფიქრებისათვის, ყველგან და ყველაფერში დჰარმის დანერგვისათვის.

ამა ქვეყნის მოქალაქეობრივი ასპარეზიც დჰარმის ველად მოიაზრება. თითოეულ პიროვნებას საკუთარი დჰარმა აკისრია იმ კასტის შესაბამისად, რომელშიც იშვა. ყველამ უნდა მოიხადოს ვალი ღვთისა და კაცის წინაშე, - გაუმჯობესდეს ზნეობრივად და დაიცვას რჯული.


წყარო

პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები