ეკლიანი კაპარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკლიანი კაპარი – (Capparis spinosa L.); ოჯახი: კაპარისებრნი (Capparaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული. ღერო 1-2 მ სიგრძისაა, ნიადაგზე გართხმული ტოტებით. ფოთოლი მარტივია, ელიფსური ან უკუკვერცხისებური, წვერი ეკლიანი. თანაფოთლები ეკლებადაა გადაქცეული. გვირგვინის ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი, 30-45 მმ სიგრძის, ნაყოფი მრავალთესლიანი ჭოტისებური კოლოფია. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე გავრცელებულია ნახევარუდაბნოებსა და ველებზე. კახეთში ის გვხვდება გარეჯის მიდამოებში და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.