ეკლიანი კაპარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკლიანი კაპარი

ეკლიანი კაპარი – (Capparis spinosa L.); ოჯახი: კაპარისებრნი (Capparaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული. ღერო 1-2 მ სიგრძისაა, ნიადაგზე გართხმული ტოტებით. ფოთოლი მარტივია, ელიფსური ან უკუკვერცხისებური, წვერი ეკლიანი. თანაფოთლები ეკლებადაა გადაქცეული. გვირგვინის ფურცლები თეთრია ან ვარდისფერი, 30-45 მმ სიგრძის, ნაყოფი მრავალთესლიანი ჭოტისებური კოლოფია. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე გავრცელებულია ნახევარუდაბნოებსა და ველებზე. კახეთში ის გვხვდება გარეჯის მიდამოებში და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.

ეკლიანი კაპარი

კაპარი – ბიბლიური მცენარე

ეს მომხიბვლელი მცენარე უდაბნოს მშვენებაა. წმინდა მიწაზე განსაკუთრებით გავრცელებულია გალილეის სანაპიროზე, იუდეის უდაბნოში, გილბოას, კარმელის, სამარიის მთიანეთში, ჩვენთან ვხვდებით ძეგვის, შიომღვიმის, ბებრისციხის მიდამოებში. კაპარის ნორჩ ყლორტებს, ფოთოლს იყენებენ სხვადასხვა სახის სალათებში, დამწნილებულ ნაყოფს კი, როგორც იშვიათ დელიკატესს. მას ფართო გამოყენება აქვს ხალხურ მედიცინაშიც.

„და სიმაღლისაც შეეშინდებათ, გზაზე კი შიში შეიპყრობთ, დაიკვირტება ნუში, დამძიმდება კუტკალია, დაირღვევა კაპარი, რადგან მიდის ადამიანი თავის მარადიულ სახლში, მოტირალნი კი უბანში ტრიალებენ…“' (ეკლესიასტე 12, 5)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები