ჩვეულებრივი თხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩვეულებრივი თხილი – (Corylus avellana L.); ოჯახი: თხილისებრნი (Corulaceae). პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, გლუვი ან დაბზარული ქერქით. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, კიდეზე მკაფიოდ ორმაგხერხკბილა. სამტვრეები ძაფებიანად ყვითელია. საბურველი თხელია და ფოთლისებური, ორ ან ერთფოთოლაკიანი, წვერზე მოკლე ნაკვთებით. საბურველი კაკალზე მოკლეა ან გრძელი. ნაყოფი 2-10 კაკლისგან შედგება. ნაჭუჭი გლუვია. ყვ. II-III; ნაყ. VIII-X. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას. ხშირად წმინდა ჯგუფებს ქმნის. საქართველოში გავრცელებულია ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.