შოთხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:19, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთხვი


შოთხვი – (Padus avium Mill. = Prunus padus L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 10 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. წლიური ტოტები მოშავოა ან მუქი წითელი. ფოთლები თხელია და კვერცხისებურად ლანცეტა, 2-10 სმ სიგრძის. კიდეებზე წვრილხერხკბილიანი. ყვავილედი მტევანია, გვირგვინი – თეთრი. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-|X. მაღალმთის მცენარეს, იზრდება მდინარის ნაპირებზე და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე: სოფლების – ზემო ომალოსა და ხისოს – მიდამოებში.


წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები