ბროწეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:11, 13 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბროწეული


ბროწეული - (Punica granatum L.); ოჯახი: ბროწეულისებრნი (Punicaea). 1-4 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე. ტოტები ეკლიანია, ფოთლები წაგრძელებულ ყლორტებზე მოპირისპირედ არის განლაგებული• ხოლო დამოკლებულზე – ჯგუფებად ფოთლები მოგრძო-ელიფსურია ან უკულანცეტა, კიდემთლიანი ან დაკბილული. ყვავილები 2-5-წევრიან ჯგუფებს ქმნიან. შეფერილობით წითელია, დიდი ზომის. ყვ. V-VIII; ნაყ. IX. მცენარე გავრცელებულია მშრალ ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ სიღნაღის მიდამოებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები