ბერძნული ცეცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:35, 17 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერძნული ცეცხლი - ცეცხლგამჩენი ნაზავი, რომელსაც იყენებდნენ საბრძოლო მიზნებისათვის VII-XV საუკუნეებში. ვარაუდობენ, რომ შედგებოდა ასფალტში არეული ნავთის, გოგირდის, ფისის, გვარჯილისა და დაუშლელი კირისაგან. ისროდნენ სპილენძის მილებიდან (ხომალდებზე) ან სატყორცნი მანქანებით (ციხესიმაგრეთა ალყის დროს). ბერძნულ ცეცხლს წყალი ვერ აქრობდა. ცნობილი იყო იმპერატორ ანასტასიოს I-ის (491-519) დროსაც, მაგრამ მის გამოგონებას მიაწერენ არქიტექტორ კალინიკეს 678 წელს კონსტანტინოპოლში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები