მრავალჯერადი რვიანი
მრავალჯერადი “რვიანი”
ამ კვანძის გამო-ყენება შეიძლება, როცა საჭიროა თოკის დროებით დამოკლება ან მისი სიგრძის გარკვეული, არასაიმედო ნაწილის მუშაობიდან გამოთიშვა გაწყვეტის საშიშროების შემთხვევაში.
მაგალითად, თუ მუყაოს ყუთზე შემოხვევის, შემოჭე-რის შემდეგ, თოკის გრძელი ნაწილი რჩება, მაშინ ამ კვანძის გამოყენებით, შეიძლება თოკიც დამოკლდეს და ყუთს მოხერხებული სახელურიც გაუკეთდეს. ამ კვანძით კარგი სახელური გამოდის ძაღლის სატარებელი თასმისთვისაც.
შეკვრის პროცესში ყოველ ნახვევს თუ დავჭიმავთ და მივაჩოჩებთ წინამდებარესთან, მაშინ კვანძი გამოვა თანაბარი და მჭიდრო. მრავალჯერადი “რვიანი” თოკს არ აფუჭებს და ძლიერად დაჭიმულიც ადვილად იხსნება.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4