ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი ცენტრები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელი საერთაშორისო კვლევითი ცენტრები - სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები, რომლებიც სწავლობენ ომებს და საომარ კონფლიქტებს, საერთაშორისო უსაფრთხოებას და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას.

ისინი ან თავიანთ შემადგენლობაში იღებენ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ წევრებს - სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და ორგანიზაციებს, ან მოქმედებენ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით.

ასეთი ცენტრების საქმიანობას აფინანსებენ კერძო ფონდები, კორპორაციები, მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აგრეთვე ფინანსდებიან საკუთარი საგამომცემლო პროდუქციის ხარჯზე.

ომის და მშვიდობის პრობლემების შემსწავლელ ყველაზე ცნობილ, ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო კვლევით ცენტრებს წარმოადგენენ:

სარჩევი

სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი IISS

სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი IISS, შეიქმნა 1958 წელს, მდებარეობს ლონდონში; სწავლობს მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალებს, სამხედრო დოქტრინებს და შეიარაღებული ძალების მდგომარეობას, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებს. გამოსცემს ყოველწლიურ ჟურნალს - „სტრატეგიული მიმოხილვა“, ყოველწლიურ ბიულეტენს - „სამხედრო ბალანსი“, ჟურნალს - „გადარჩენა“;

მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი IIP

მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი IIP, შეიქმნა 1957 წელს, მდებარეობს ვენაში. იკვლევს ევროპის განიარაღების, შეიარაღების კონტროლის, სამხედრო კონვერსიის პრობლემებს. გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს - „მშვიდობა და მეცნიერება“;

მშვიდობის და ევროპის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრი

მშვიდობის და ევროპის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ცენტრი, შეიქმნა 1983 წელს, მდებარეობს მოსბახში (გერმანია). სწავლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებრიობის როლს მშვიდობისათვის ბრძოლაში.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები