შკოტკვანძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:46, 5 აპრილი 2016-ის ვერსია, შეტანილი Isalbishvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შკოტკვანძი
შკოტკვანძი

შკოტკვანძი

ამ კვანძს იყენებენ საიალქნო სპორტში იალქნის ყულფში შკოტის* ჩასამაგრებლად. შკოტკვანძი შესაკრავად მარტივია, საიმედოა და საჭიროებისას მისი გახსნა ადვილია. ძლიერ მოჭიმული ეს კვანძი გვარლს არ აფუჭებს.

შკოტკვანძი იკვრება სწორი კვანძის მსგავსად, ოღონდ, წინმავალი ნაწილი ძირითადის ქვეშ არის მოქცეული. ის გამოიყენება ერთნაირი დიამეტრის მქონე გვარლების გადასაბმელად ან გამზადებულ ყულფთან გვარლის მისაბმელად. განურჩევლად გვარლის მასალისა, შკოტკვანძი საიმედოდ იჭერს, თუ მუდმივად დაჭიმულია.


*შკოტი [ჰოლანდიურიდან სცჰოოტ] _ გემსართავი (უმეტესად გვარლი), რომლითაც ჭიმავენ იალქნის ქვედა ნაწილებს, იალქნის სამართავად გემის (ნავის) სვლის დროს.


წყარო

ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები