აბზინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბზინდი

სარტყლის, ფეხსაცმლის, ცხენის აღკაზმუ ლობისა და მისთანათა შესაკრავი, უფრო ლითონისა. საქართველოსა და შუა კავკასიის ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრიდან I ათასწლეულის დამლევამდე ფართოდ ყოფილა გავრცელებული ფირფიტისებრი სწორკუთხა აბზინდი, რომელსაც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ხშირად ზედ ამოკვეთილია მითიური ცხოველების გამოსახულებანი და გეომეტრიული ორნამენტები. ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლოს და ახ. წ. I ს-ში საქართველოში გავრცელებულა ბრინჯაოს ჭვირული აბზინდების (საშუალო ზომა 12-12 სმ.) ჩამოსხმა.


აბზინდზე გამოყვანილია ცხოველთა გამოსახულებანი, სადაც ცენტრალური ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რომელთა ირგვლივ ხშირად სხვა ცხოველთა მინიატურული გამოსახულებებია. სავარაუდოა, რომ აბზინდზე გამოსახული სცენები სიმბოლურ - მაგიურ და მითოლოგიურ სიუჟეტებს ასახავენ. გვიანანტიკური ხანიდან რომაული კულტურის გავლენით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ენიანი აბზინდის ახალი სახეობა. აბზინდის სახესხვაობაა აგრაფი, რომელიც იხმარებოდა წამოსასხამის შესაკრავად. აბზინდს ხევსურეთში საყრელს, ქარშიკს უწოდებდნენ, სამეგრელოში კი - ყუნს.


ლიტერატურა

გ. გობეჯიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები